დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"გაუგებარია, რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში!"- მაკა ბოჭორიშვილი გიორგი ვაშაძეს 22.03.2023 11:37

გაუგებარია, რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში! ალბათ, რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე! , - ასე მიმართავს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ვაშაძე ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ "საქართველოს სირცხვილია", რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ "რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა".

 

ბოჭორიშვილი ვაშაძეს ურჩევს, ვიდრე მისი შერცხვება, საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეს.

 

"რომელია ტყული და დეზინფორმაცია?

 

- ის, რომ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებაზე თქვენ არ გიზრუნიათ?!

 

- ის, რომ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებიხართ პარლამენტში, რაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა?!

 

- ის რომ ბრიუსელში ყვებით, რომ ეს მთავრობა ‘’რუსულია’’ და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!

 

ერის სახელით რომ საუბრობთ ბრიუსელში, საინტერესოა, ის თუ მოყევით, რომ საპროტესტო აქციზეც კი არ გაგაჩერათ ხალხმა თქვენ პირადად?!

 

თქვენი მხარდამჭერების რაოდენობაზე ახლა არაფერს ვიტყვი, 2024 წელს დაველოდები…

 

ძალიან კარგად ხვდებით, რასაც აკეთებთ და ისიც იცით, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც ხართ.

 

ასე რომ, ვიდრე ჩემი შეგრცხვებათ, იქნებ საკუთარ ქცევაზეც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად და რა წვლილი შეგაქვთ ევროკავშირთან დაახლოებაში და მერე წეროთ ჩემზე რეპუტაციის შემლახავი პოსტები"- წერს მაკა ბოჭორიშვილი "ფეისბუქზე".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ