დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, იგი შეიძლება გადარჩეს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში და ერთადერთი გზით" 22.03.2023 11:49

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი

 

ავტორი: დემურ გიორხელიძე

 

თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, იგი შეიძლება გადარჩეს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში და ერთადერთი გზით, - მისი ხალხის ნაყოფიერი, მიზანმიმართული და კვალიფიციური შრომის ხარჯზე, დაფუძნებული განათლებისა და მეცნიერების რწმენაზე, პროფესიონალიზმისა და საზოგადო საქმეში პასუხისმგებლობაზე, განათლებისა და მეცნიერების პოტენციალის განუხრელ და დროის შესაბამისი ტემპით ზრდის კვალობაზე.

 

ეს- იმპერატიული ნორმებია! თუ შენთვის ღირებულია ის სარწმუნოება, რომელიც შენი კულტურის სისტემოწარმომქმნელ  ფაქტორს წარმოადგენს, და ამდენად, ღრმად გამჯდარ-გაბრჯენილია შენს კულტურულ ქსოვილში, - მაშინ ეს სარწმუნოება დაგტოვებს მორალისა და ზნეობის ფარგლებში, პასუხისმგებლობისა და რწმენის ფარგლებში, რომელიც თავდადებული შრომის განწყობისა და აუცილებლობის შეგრძნებისკენ გიბიძგებს,და არა ზერელე და ინერციული, ფარისევლური და ყალბი რელიგიურობა და რელიგიურობაზე ყალბი აპელირება გაცვეთილი პარადიგმებისა და ფრაზეოლოგიის ფარგლებში! სწორედ ესაა სარწმუნოების ფუნდამენტური ჩარჩო- ფუძის ფუნქცია და არა ის უადგილო და არაფრისმაქნისი, არაფრით დამავალდებულებელი ზერელე და ინერციული დამოკიდებულება, რაც ჩვენს ხალხში ჩამოყალიბდა! არანაირი პატრონის ძიებას, არანაირ აქეთურ-იქითური ორიენტაციას, არანაირ უცხოურ ინვესტიციებს, არანაირ ბელადებსა და მათ მოლოდინებს, არანაირი მხსნელი-მესიებსა და სხვა ყალბ ორიენტირებს არ შეუძლია ქვეყნისა და ხალხის გადარჩენა! ქვეყნის მომავალი დღეს სკოლის მერხზე იჭედება, - უნდა იჭედებოდეს (!), თუ მომავალი გვინდა! იმ უდიდეს პოტენციალს, რაც ნებისმიერი მომავლის განმსაზღვრელია, - მის ახალგაზრდა თაობებს,  - იმ ნორმების ფარგლებში და მიზანდასახულობაში სჭირდება აღზრდა და განვითარება, რაც ზემოთ დავწერე! 32 წელია ქვეყნის რეფორმირების საძირკველში  ნგრევა, კულტურული საყრდენების მოშლა-გათახსირება, სიყალბე, უპასუხისმგებლობა, ახალი თაობის მიზანმიმართული გახრწნა  და უყალბესი ორიენტაცია ჩავდეთ ქართველები იმკიან  უპასუხისმგებლობის, ურწმუნოების, განათლებისა და მეცნიერების, პროფესიონალიზმისა და წესიერების მასხრად აგდებისა და დაცინვის შედეგს! ახლა ის დროა, - ეს სავალალო მდგომარეობა გავითავისოთ და ამ დამანგრეველი და გამანადგურებელი ჭაობიდან გამოსვლისთვის ენერგიის აკუმულირება მოვახდინოთ!

 

ამიტომაც იწერება ეს ყველაფერი! თუ არ გაიაზრე, - ვერც ნაბიჯს გადადგამ სწორი მიმართულებით!

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ