დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"მრცხვენია, რომ ვიცნობ ადამიანებს ვაი ოპოზიციიდან" - მაია ბითაძე 22.03.2023 12:08

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე უმრავლესობის დეპუტატს მაკა ბოჭორიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ცუდია, რომ იცნობს ადამიანებს ოპოზიციიდან, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი.

 

„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას. მართლა მრცხვენია, რომ, სამწუხაროდ, ვიცნობ ადამიანებს ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი - სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები. ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!“- წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მაკა ბოჭორიშვილს „საქართველოს სირცხვილი“ მას შემდეგ უწოდა, რაც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ევროკავშირის წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავადაა საჭირო და არა ცალ ფეხზე კუთხეში დასადგომად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ