დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს" - გია ვოლსკი 22.03.2023 13:14

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - კეზერაშვილის თვითაღიარება კი მოვისმინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, ვინ მოხვდება ოლიგარქთა რეესტრში.

 

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ნაცმოძრაობა" და მისი რუპორები ცდილობენ ამ თემის შემოტანას, საკითხის გვარებზე გადატანას. თუმცა, ჩვენ მოგვისმენია თვითაღიარება კეზერაშვილის, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის. რაც შეეხება ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მთავარი პრინციპი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ