დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ისინი არიან ომის პარტიის სხვადასხვა განშტოებები, ომის პარტიის კლასტერი"- მამუკა მდინარაძე 22.03.2023 14:14

ფინანსური სარგებლისა და თანხების მიღების უკან დგას რადიკალური მიზნები და გეგმები. იმიტომ ვეუბნებით მათ, რომ ისინი არიან ომის პარტიის სხვადასხვა განშტოებები, ომის პარტიის კლასტერი, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას გააკეთა.

 

„ისინი ამ სხვადასხვა გზებით მიღებულ ფულს იყენებენ ქვეყნის ქაოსში ჩართვისთვის. საბოლოო მიზანი დღეს მაგალითად მეორე ფრონტია. განსაკუთრებით უცნაური ამბავია მაგალითად „დროა“, რომელიც არის NGO, არის პარტია. პარტია NGO-ს ლოგოთი გამოდის, NGO პარტიის ლოგოთი გამოდის. არეული აქვთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. მერე ვიცით, რომ ათიათასობით ეკვივალენტით რუბლებს იღებს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და ამერიკული აღმოჩნდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ