დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო 22.03.2023 20:23

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თბილისის „დინამომ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა სერბეთის „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:8 დაამარცხეს.

ქართულმა გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა დიდი უპირატესობა და საწყისი პერიოდი 4:0 მოიგო. პირველ რვაწუთეულში დუბლი შეასრულა დინამოელმა სტეფან პიეშივაცმა.

მეორე პერიოდიდან სერბებმა შეტევაში თამაში გამოასწორეს, მაგრამ მასპინძლების შეჩერება მაინც ვერ მოახერხეს.

„დინამომ“ შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ