დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ილია სულამანიძე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია 26.03.2023 19:36

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში კიდევ 13 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ილია სულამანიძეს და საბოლოოდ, ტურნირზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

ქართველი ფალავანი პირველ რაუნდში თავისუფალი გახლდათ. ხოლო, მეორე ეტაპზე ის ჩილელ ტომას ბრესინოს დაუპირისპირდა და 12 წამში, იპონით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ულამანიძემ ჩეხეთის წარმომადგენელი, მარტინ ბეზდეკი შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, იპონით დაამარცხა, მორიგი გამარჯვება მიითვალა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარანის ერთ წუთში იპონით სძლია და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სულამანიძემ მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ სულამანიძემ თბილისის გრანდ სლემზე კარიერაში მესამედ იასპარეზა. 2021 წელს ის ვერცხლის მედალს დაეუფლა. ხოლო, გასულ წელს მეხუთე ადგილს დასჯერდა. გრანდ სლემის რანგის ტურნირის მოგება კი მეორედ შეძლო. დაახლოებით ერთი წლის წინ, ოქროს მედალს ის თელ-ავივში დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილი გამოდიოდა, რომელმაც პირველი ეტაპი ვერ გადალახა და ხორვატ მარკო კუმრიჩთან დამარცხდა. ასევე, პირველი შეხვედრაში ზლატკო კუმრიჩთან მიხეილ ჯაფარიძე დამარცხდა. ონისე სანებლიძემ კი მეოთხედფინალში ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესთან წააგო და ტურნირზე გამოსვლა მანაც უმედლოდ დაასრულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ