დღე: 23

ღამე: 11

USD 2.7354

EUR 3.0177

"ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად" - ალექსი პეტრიაშვილი 28.03.2023 11:06

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ჩინეთის საგარეოს წარმომადგენლმა მაო ნინმა მაქსიმალურად კულტურულად უპასუხა პუტლერის ბირთვულ ჟღარუნს, გაზაფხულია მოდის მაისი, ხომ კარგადა ხარ, მაზი წაისვი. რო გავასერიოზულოთ, საგარეომ განაცხადა, ხო შევთანხმდით 5 ბირთვული ქვეყანა, ბირთვული ომიდან მოგებული არავინ გამოვა და ამ ბირთვული იარაღის წინ და უკან ტარება მიუღებელიაო! 


სი ალბათ რა გამწარებული იქნება, სახლში დაბრუნებული არ იყო, რომ პუმ ასეთი სიგიჟე დააწია! ძაანაც კაი! სანამ დრაკონჩიკები არ მოეხვევიან პუტლერს ყრონჭზე, არ მოეშვება დიდი ჯამით მირთმევას; 


დღეს-ხვალ გაეროში უშიშროების გაფართოებული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ურდოს ელჩს ნებენზიას დააღუნავენ თავზე რაც კი რამე მყარი საგანი მოხვდებათ ხელში. ვნახოთ ცისქვეშეთის კანცელარიის (ჩინეთის) ელჩი რას ეტყვის პირდაპირში ნებენზიე სასიკტილეს;  


პუტლერს ბაქი ბუქში მეორე გამოპრუტუნებული ჩეკისტი აჰყვა.  პატრუშევს გუშინ ამოასხა, ორჯერ დავეხმარეთ ამერიკას - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და სამოქალაქო ომის დროსო. ჰოდა აი ეხლა დაშლას რო დაიწყებს, აღარ დავეხმარებითო, ჩემი რჩევაა, თვალყური ადევნეთ ამ დღეებში ჩვენს გენიოს ფილოსოფოსებს და აზრის შემქმნელებს; ნახავთ, რასაც დააბრეხვებენ.


პატრუშევმა კიდევა სთქო, უნიკალური იარაღი გვაქვენ, თვალის დახამხამებაში გავანადგურებთ ნებისმიერ მტერსო; ხვალ უეჭველი დარეკავს ჩემი "გენიოსა" მსმენელი #რონდელისმსოფლიორადარი ში, მისი ქალი რო პესკოვის ქალთან მეგობრობს და დაიქადნებს, ჭკუით იყავი, თორემ გენერალი პატრუშევი შენც გაგაქრობს და მთელ უკრაინასაცო.


სანამ ეს ხრონძი ვირთხები ბაქიბუქობენ, უკრაინაში თავი მოიყარეს ნემენცურმა ლეოპარდ 2 ა6-ებმა (18 ერთეული), ანგლიცკურმა ჩელენჯერ 2 ებმა (ამბობენ 14-28 ცალიო და 28 ეკიპაჟმა კი გაიარა მომზადება და იევიცი იევიცი. ამერიკულმა ჯავშანმაქანა პუმებმა, ამერიკულმა სტრაიკერებმა, გერმანულმა მარდერებმა (40 ცალი) პორტუგალიურმა ლეოპარდ 2 ა6-ებმა, კანადურმა ჯავშანმანქანებმა. გზაშია ნიდერლანდების, დანიის და გერმანიის ლეოპარდ 1 ა5 100 ერთეულის ოდენობით, უტატატატაა. 


კანცლერმა შოლცმა საერთოდ "აიწყვიტა", 3 მილიარდიდან 15 მილიარდ ევრომდე გაიზრდება სამხედრო დახმარება უკრაინისთვისო. 

ფრანციცული სუპერ საბრძოლო თვითმფრინავებს "მირაჟ 2000"-ებს უტრიალებენ "უშნოდ" ჩვენები. ფრანგულ მედიაში ახლა გავრცელდა ცნობა, რომ პრაქტიკულად შეთანხმებულია 40 ცალი მირაჟის უკრაინისთვის გადაცემაო. მანამდე იყო, რომ უკრაინელი პილოტები ემზადებიანო, მერე კი არ დაადასტურა არცერთმა მხარემ, მაგრამ მგონია, რომ ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს; 


ცეცხლზე გამახსენდა, ურდოსტანიდან ხომ ყოველ დღე მოდის ცნობები სიგარეტის ნამწვის უადგილო ადგილას დაგდების შესახებ, ახლა ბელარუსიც დეემატა - მინსკის ავტოქარხანაში გაჩნდა ხანძარი. არადა გაზაფხული მოდის.


ფრონტის ხაზებზე, კონკრეტულად ბახმუტის და ავდეევკის ირგვლივ, ვითარება კვლავ სტაბილურად მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ აი, ამ ფრაზის დაწერას "ვითარება სტაბილურად მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია" უდიდესი ძალისხმევა ხმარდება. ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ბახმუტში და ავდეევკაში ახლა არის ყველაზე ინტენსიური ბრძოლების ფაზა. ცხადია, კუხარკა პრიგოჟინის ორკ-ული ვაგნერი და ურდოს რეგულარული ნაწილები აკლავენ თავს, რომ რამეს მაინც მიაღწიონ. მოფენილია სულ ველები აფეთქებული ტანკებით, ჯავშანმანქანებით და საკობზონე ტვირთი-200 ებით! 


დანარჩენ მიმართულებებზე ყველგან პოზიციური ბრძოლები იყო. 


გუშინ დღისით სლავიანსკი დაბომბეს ვირთხებმა. 2 ადამიანი დაიღუპა, 36 დაიჭრა. ღამე კიდევ შაჰიდი დრონები გამოუშვეს ურდოსებმა. 14 ცალი ირანული შაჰიდი ჩამოაგდეს ჩვენებმა და 1 რუსული სადაზვერვო დრონი. კიევის თავზეც ჩამოაგდო ჰსთ-მ ყველა დრონი და ჩამოგდებული დრონისგან ცეცხლი გაჩნდა, მაგრამ მსხვერპლი არ იყო და ცეცხლი ჩააქვრეს ჩვენებმა; 


პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხედრო შტაბის პირველი გასვლითი შეხვედრა გამართა ქალაქ დნეპრში. ზაპოროჟიეში შეხვდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შეფს გროსის, მოინახულა დაჭრილები და დააჯილდოვა მებრძოლები; რუსთმყვარებლებო, პუტლერის ვიდეო ნახეთ, პუტლერის, ვიღაც მონა ჩინოვნიკი 30 მეტრზე რო ჯდება, პუტლერი ეუბნება მოიწიე ახლოსო. ისიც დაავლებს სკამს და ერთი ხუთი მეტრით რო მიიჩოჩებს, საკმარისია, საკმარისი, მანდ გაჩე ბიჭოოო. მარიუპოლში ჩავიდა არა ვირთხა პუტლერი? ისემც მაგის, რაც მაგ ვიდეოზე მაგის უპროტეზო ორეული იყო.


უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!    


დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ