დღე: 22

ღამე: 19

USD 2.7087

EUR 2.9406

"არც ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ აკეთებს, სამართლიანობის აღდგენა გაჭირდება" 28.03.2023 11:30

იყიდება  ქართული მიწა-წყალი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ბუაძე წერს.                                                                       

 

მისი თქმით, რაჭაში,  49 წლიანი  იჯარით, 104  ჰა  მიწა  გადაეცა  ქართული წარმოშობის  რუს  ბიზნესმენს; 

 

"დამატებით 70  ჰა  კვლავ  გადასცეს  ახლახან! ეს  რეგიონი  ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას  და ანექსირებულ  სამაჩაბლოს! რა მიზნები აქვს ქართულ  ხელისუფლებას  და  რატომ  სჩადის  ასეთ ანტიქართულ საქმიანობას? რატომ დუმს  საპარლამენტო  ოპოზიცია ამ  საკითხებზე? სადღეისოდ, არც ხელისუფლება  და  არც  მისი ოპოზიცია  ქართულ საქმეს არ აკეთებს!                                             


სამართლიანობის  აღდგენა  გაჭირდება  თუ არ  ჩამოყალიბდა   ეროვნულად  მოაზროვნე  ქართველთა  ერთობა! ერთი  რიგითი  მე  ვიქნები!  ვინ  იქნება სხვა?"- წერს ლევან ბუაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები