დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევისთვის ძალიან კარგი შანსები აქვს - ლოიდ ოსტინი 29.03.2023 12:12

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რომ უკრაინას რუსეთის ძალების მნიშვნელოვანი გამოფიტვისა და დასავლეთისგან მიღებული შეიარაღების ხარჯზე აქვს ძალიან კარგი შანსები განახორციელოს კონტრშეტევა 2023 წლის გაზაფხულზე.


ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას ახლა აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა რუსეთის ძალებთან შედარებით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ფრონტის ხაზი არ შეცვლილა არც ერთი მხარისთვის და ბახმუტის რაიონში მიმდინარეობს ძალიან სერიზოული ბრძოლები.


„უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. მათ {რუსებმა} ისე ამოწურეს ჯავშანტექნიკის მარაგი, რომელსაც ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ახლა ვხედავთ, დიდი დანაკარების ფონზე როგორ გამოყავს {საცავებიდან} Т-54-სა და Т-55-ის ტიპის ტანკები“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.


მისივე თქმით, ამის გამო რუსეთის რესურსები იწურება, ის უფრო ხშირად აწყდება საარტილერიო საბრძოლო მასალებისა და სხვა საჭიროების დეფიციტს და იძულებულია დახმარებისთვის ირანსა და ჩრდილოეთ კორეას მიმართოს.


„ამიტომ ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე ჩვენ ვნახავთ სარძოლო მოქმედებების გააქტიურებას, ვინაიდან მანევრირებისთვის პირობები უმჯობესდება, ასევე იმის საფუძველზეც, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ უკრაინას ექნება ძალიან კარგი შანსები წარმატებისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ