ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
"სალომემ ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან: პირველივე წინადადებიდან გააკეთა დისტანცირება და რევიზორივით ელაპარაკება ხელისუფლებას, "მე" და "თქვენ".
სიცრუე, ბოღმა, ამპარტავნობა, მიკერძოებულობა, არაქართველობა და აშკარად, ახალი ოპოზიციის ლიდერობის სურვილი-აი, უკვე ე.წ. "პრეზიდენტი"-ს სიტყვის მშრალი ნაშთი!!!
- 31 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს მტერი დგას!!!
სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!!
- ვის დავალებას ასრულებ, სალომე, კომპლექსიანო პოლიტიკოსო?!!!
- სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!!!"- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge