დღე: 25

ღამე: 15

USD 2.768

EUR 3.0058

"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი 31.03.2023 13:41

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:

 

"სალომემ ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან: პირველივე წინადადებიდან გააკეთა დისტანცირება და რევიზორივით ელაპარაკება ხელისუფლებას, "მე" და "თქვენ".


სიცრუე, ბოღმა, ამპარტავნობა, მიკერძოებულობა, არაქართველობა და აშკარად, ახალი ოპოზიციის ლიდერობის სურვილი-აი, უკვე    ე.წ. "პრეზიდენტი"-ს სიტყვის მშრალი ნაშთი!!!


- 31 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს მტერი დგას!!!


სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!! 


- ვის დავალებას ასრულებ, სალომე, კომპლექსიანო პოლიტიკოსო?!!! 


- სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!!!"- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ