დღე: 11

ღამე: 4

USD 2.7374

EUR 2.9058

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა 03.04.2023 16:20

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, დაკავებულმა პირმა 31 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თავის ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რომელმაც შენობის მე-3 და მე-4 სართული დააზიანა.

 

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს და აპირებს, დანიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედება.

 

ანზორ ლომიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს. მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რომ ლომიძემ კაზინოში წააგო და ამის შემდეგ გააჩინა ხანძარი, არ შესაბამება სიმართლეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ პირი აივანზე ხანძრისგან თავის დასაღწევად იმყოფებოდა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ