დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი 04.04.2023 11:07

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"გილოცავთ ნატოს დაბადების დღეს და გისურვებთ, როგორც წევრ-ქვეყანას ისე აღგვენიშნოს სულ მალე ეს დღეობა! მანამდე კი, დღეს ფინეთი გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი (1100 კილომეტრის ნაცვლად 2400 კმ გახდება ნატო-რუსეთის საზღვარი - სანდე საღოლ პუტლერჩიკ)! ვულოცავ ფინელ მეგობრებს! 

 

დღეს დაიწყება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 2-დღიანი შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამის შეთანხმება! მათთან ერთად ამ საკითხის განხილვაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიღებს მონაწილეობას! ასევე, მინისტერიალზე განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და რუსეთ-ჩინეთის ჩახუტება/დაახლოების ბატონ/ვასალობის" თემაც;

 

სხვათა შორის, ჯამში ნატოს წევრი-ქვეყნების მიერ გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 65 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის წლიურ თავდაცვის ბიუჯეტზე (63.7 მლრდ დოლარი) მეტია! 

 

ხვალ დაიწყება ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტი პოლონეთში! მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას მიგ-29 თვითმფრინავების პირველი ნაწილი. უკრაინის შძ-ის წარმომადგენელმა იგნატმა გუშინ ისაუბრა, რომ უკრაინას უკვე ყავს სუ-27 ების 2 და მიგ-29-ების 3 ბრიგადა (ჯამში დაახლოებით 70 თვითმფრინავი). თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ ეს მოძველებული მე-4 თაობის თვითმფრინავებია და მათ სჭირდებათ ახალი, მე-5 თაობის თვითმფრინავები. ითხოვენ, ითხოვენ და მიიღებენ კიდეც! 

 

რუსეთის "ეკონომიკური წარმატებების" საუკეთესო დასტურია რუსული ურალსის მარკის ნავთობზე ფასის თითქმის 2-ჯერ ვარდნა. თუ გასულ წელს ამ დროს შეადგენდა 89 დოლარს, ახლა 44.57 იყიდება. მართალია გუშინ ცოტა აიწია, იმიტომ რომ მოპოვების შემცირებაზე გაკეთდა განცხადებები, მაგრამ ურდოს ნავთობს მაინც არ უწერია კაი დღეები. სანდე საღოლ პუტლერჩიკ; 

 

ბიუჯეტში ისევ დიდი გარღვევაა - 3 ტრილიონი რუბლი ისევ დააკლდათ. მალე მიხურავენ მუზეუმებს, თეატრებს და პოლიკლინიკებს - სანდე საღოლ პუტლერჩიკ; 

 

ომში მონაწილეთათვის სპეციალური ფონდი შექმნა გუშინ პუტლერმა და, ჰოი საოცრებავ, ძმისშვილის ცოლი დანიშნა ხაზეიკად. არც იქაა ძმაო ძმისშვილი ნათესავი; კენედების ბრალია ყველაფერი - მანდედან იღებს სათავეს ეს ოხერი ნეპო(მნიაშჩი)ტიზმი :)))))) (ნეპომნიაშჩი კამერუნის ნაკრების მწვრთნელი იყო, როჟე მილა ნაღდად არ ეკუთვნოდა ნათესავად :)))) კიდო ცირკი გითხრათ, მოსკოვში ახალგაზრდობა გამოვიდა და აპროტესტებს მოსკოვში ყველაზე დიდი მეჩეთის მშენებლობას, რომლის უკანაც კადიროვი დგას. კადიროვმა, ტრენაჟორზე მორბენალმა, ჯანზე ვარ რო იცოდეთო, პუტლერს შეუთვალა, ეგ ნაგვები ყველა ფრონტის ხაზზე გაუშვიო, კადიროვცებმა კიდევ მოსკალებს შეუთვალეს, მანდ არ ჩამოგვიყვანოთ, მთელ ჯავრს თქვენზე ვიყრითო.

 

ფრონტის ხაზებზე ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტში ნარჩუნდება. სახმელეთო ჯარების სარდალმა გენერალმა სირსკიმ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ერმაკმა, ფეიკებს ნუ აყვებთ, ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, არავინ არაფრის ჩაბარებას არ აპირებს და კუხარკა პრიგოჟინის განცხადება "იურიდიულად" ბახმუტის აღების შესახებ საერთოდ შაყირობაა, სულ სხვა შენობაზე დოურჭია გუშინწინ ღამე დროშა! 

 

თუმცა, მართალია, რომ მძიმედ, დიდი მსხვერპლის ფასად, ცენტრისკენ მაინც აქვთ მცირედი წინსვლა ორკ-ესტანის ვაგნერცებს! ჩვენები დასავლეთ ნაწილსაც აკონტროლებენ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით იყო შემოტევები ხრომოვოზე ო0506 ტრასაზე გასაჭრელად, მაგრამ ბიშტი რუსებს და სამხრეთით ივანოვსკოეს მიმართულებაზე ისევ უნდოდათ ტ0504 ტრასისკენ გარღვევა, მაგრამ მოხვდათ დინგში რუსებს; ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, მარტო ბახმუტისთვის ბრძოლაში ურდომ 50 ათასზე მეტი სალდათი, ჯალათი და მკვლელი დაკარგა მოკლულებით, დაჭრილებით და ტყვეებით; 

 

ავდეევკაზე ჩოუქვრათ ფარები ურდოსებს, სრულად აკონტროლებენ ჩვენები ვითარებას;

 

მარიინკაში (პაწაწინა მარიინკაში) პობედას მიმართულებით ვეღარ უტევენ და ცენტრში რაღაც უბნებიდან დაახვევინეს ჩვენებმა;  

დანარჩენი ზევით კრემინა-სვატოვო-კუპიანსკზე სრულად პოზიციური ბრძოლების რეჟმი იყო; სამხრეთით ხერსონის მიმართულებაზე არტ დუელები გაგრძელდა; 

 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ მორიგი გასვლა და შტაბის გასხვლითი სხდომა ჩაატარა. ჩერნიჰოვიდან უსურვა პუტლერს სიკვდილის სარდაფებში ცხოვრების ბოლომდე ყურყუტი თავის სათლით ფეხსალაგის მაგივრად;

 

პრეზიდენტი ზელენსკი ეს დღეებია ძალიან მაგარ განცხადებებს აკეთებს, ყველაფერს ვერ ვიტყვიო, მაგრამ რუსებო, სანამ დრო გაქვთ, გაიქეცით, თორემ მერე ყველას გაგანადგურებთ და არ გეწყინოთო; მანამდე განაცხადა დიდი ამბების კვირა იქნებაო; შენ გაგიმარჯოს ზელე! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში! 

გრძელდება კამპანია #ბუკადეილი უკრაინაში! დიდი მადლობა მათ, ვინც უკვე გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას და თავისი წვლილი შეიტანა, ჩვენი აზრით, ამ საჭირო საქმის კეთებაში!  

 

თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა იქნება უპირველეს ყოვლისა ჩვენი გამხნევება; გამხნევება, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ და ჩვენს აგურს ვდებთ სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების საქმეში! 

თქვენი შესაძლებლობის და სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

#ge60bg0000000100945884

#ge13tb7691045063300009

დანიშნულება: ბუკადეილი უკრაინაში 

მიმღები ა.პ.  

თქვენს მიერ მოწოდებული თანხა მოხმარდება 3-კაციანი ჯგუფის ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის (მგზავრობა, ცხოვრება, აპარატურის შეძენა/ქირაობა, ადგილზე პერსონალის დაქირავება და სხვა) ხარჯებს. 

ჩვენი გუნდი გეგმავს, რომ ყოველდღიური ინფორმაციების მოწოდებასთან ერთად, რომელიც გაჯერებული იქნება ფოტო და ვიდეო მასალებით უკრაინიდან და შეძლებისდაგვარად ცხელი წერტილებიდან, დავასრულოთ დოკუმენტური ფილმზე "ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის" მუშაობა! პირველი ნაწილი ჩვენმა ჯგუფმა გადაიღო გასული წლის აპრილში, ბუჩას და კიევის ოლქის გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში! ამ ფილმის თრეილერსაც მალე შემოგთავაზებთ! ფილმი ეხება უკრაინელი ერის თავდადებულ ბრძოლას რუსული ურდოს წინააღმდეგ, ქართველების გმირობას ამ ბრძოლაში, საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომას და უკრაინის მომავალს გამარჯვების შემდეგ! 

წინასწარ დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის! იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩვეულებრივად გავაგრძლებთ თქვენს ყოველდღიურ ინფორმირებას და ამბების შესაბამისად ჩვენს ტრადიციულ სახალისო იმედის მომცემ სტილში მოწოდებას!

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს! "- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ