დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი 04.04.2023 13:21

"მიმაჩნია, რომ საჯარო ინტერებშია საზოგადოებამ იცოდეს ის ხალხი, ვისი მოტივატორიც ამ საქმეში ფული და გადახვეწილი, არაანგარიშვალდებული პირის "ჯანსაღი რჩევებია"-წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

"გუშინწინ, ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა. 

 

მან აღიარა რომ "ჯანსაღ რჩევებს" აძლევს პოლიტიკურ სპექტრს და მერე, ისინი ამ "ჯანსაღი რჩევების" საფუძველზე ირჩევენ სამიზნეებს. 

 

მიმაჩნია, რომ საჯარო ინტერებშია საზოგადოებამ იცოდეს ის ხალხი, ვისი მოტივატორიც ამ საქმეში ფული და გადახვეწილი, არაანგარიშვალდებული პირის “ჯანსაღი რჩევებია”.

 

ისინი, ვინც კეზერაშვილის „ჯანსაღი რჩევა“ გაითვალისწინა: 

 

1. გიგი უგულავა 

 

2021 წლის თებერვალში მან ბოკერია შეადარა ლუკაშენკოს, თქვა რომ ბოკერია ახალგაზრდებს უბლოკავს გზას პოლიტიკისკენ. 

 

„ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ".

 

რამდენიმე თვეში, უგულავამ, ალბათ “ახალგაზრდების კვოტით”, 5 ნომრით იყარა კენჭი ფოთში.

 

ამ სიმართლით უნდა იაროს მთელი ცხოვრება უგულავამ და ამას უზრუნველვყოფ. 

 

2. გაბაშვილი, თარგამაძე და თარხნიშვილი -  ესენი იმას შვებიან, რასაც უგულავა, ეს ასმევს - მისი ანტურაჟია.   ყველამ დაწერა პოსტი ბოკერიას წასვლის აუცილებლობაზე.

 

შემდეგ ყველა ერთად, მელიას გარშემო ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას - როცა მელია კეზერაშვილის ფავორიტი იყო.

 

3. ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2021 წლის თებერვალში მან დაწერა პოსტი პასუხისმგებლობის აღებაზე და ახალგაზრდებისთვის გზის დათმობაზე, თქვა რომ მიდის პარტიიდან და პოლიტიკიდან, სხვებსაც მოუწოდა იგივე გაეკეთებინათ. 

 

პარტიიდან წასვლაზე განცხადების გაკეთების შემდეგ, იმ პოლიტსაბჭოზე მივიდა, სადაც ეს საკითხი წყდებოდა და ბოკერიას „დაემუქრა“ შენ თუ არ წახვალ პარტიიდან, მე წავალო - უკვე წასული იყო, მაგრამ „ჯანსაღ რჩევებს“ გულმოდგინედ რომ ითვალისწინებდა, ორჯერ წავიდა.

 

ერთ წელიწადში ნაცებს თავმჯდომარედ შესთავაზა საკუთარი მაკონსოლიდირებელი უნარები და როცა წარსული შეახსენა ტაბულამ - ფორმულას და მთავარის წამყვანთა ისტერიკები ცას მისწვდა. 

 

3. სერგი კაპანაძე - ის ჯერ გენერალურ მდივნობას დათანხმდა, ყრილობის წინა დღეს უარი თქვა, გრასში წავიდა და რამდენიმე თვეში,  2021 წლის 1 ოქტომბერს  გრასმა ფორმულასთან მემორანდუმი გააფორმა.

 

4. ირაკლი კიკნაველიძე - ირაკლიმ არა მხოლოდ კეზერას "ჯანსაღი რჩევა" მიიღო, არამედ მესტუმრა და მე მთავაზობდა მიღებას -  საბედნიეროდ გიგა მოვიდა მალე და საუბარი შევწყვიტეთ. ამიტომ ვერ იპოვეს დილას მზიურში გადაჩეხილი.

 

შემდეგ, ბოკერიას პარტიიდან, მისივე აღწერით,  „ბიძინასთან ბრძოლის შუაგულში“ გადაინაცვლა, როგორც მოგვიანებით გაირკვა - ფორმულაში და იქ აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას.

 

5. ელენე ხოშტარია - ელენე უკვე თითქმის გასული იყო პარტიიდან (ჯანსაღი რჩევების საფუძველზე), მაგრამ ყველაფერი იცოდა როგორც მან, ისე მისმა გარემოიცვამ და განზე გადგნენ. მისივე თქმით, კეზერაშვილი მას ფინანსურად ეხმარება.

 

ღარიბ გიგას არ გამოესარჩლა, მაგრამ აი მდიდარ კეზერას რომ თავს დაესხა მელია, პატიოსნების სახელით აიმაღლა ხმა! 


6. დავით ბაქრაძე - ეს ისედაც გავიდოდა ალბათ პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ დავით კეზერაშვილის ჯანსაღი რჩევა ბოლომდე გაითვალისწინა იმაში, რომ ბოკერიას ახალგაზრდებისთვის გზის გადაღობვაში და უპასუხისმგებლობაში ამხელდა   - ახლა მოგეხსენებათ  პარლამენტშია და ქოცებთან ერთად არგენტინაში დაგულაობს.

კიდევ არიან, ერთი ორი  - მათი აღწერა მეზარება …უმნიშვნელოა.

 

თუმცა ევროპული საქართველოს ყოფილი ლიდერებით არ იფარგლება კეზერაშვილის მინიონების უღირსობა და რიცხვი და დრო და დრო, სხვებზეც მოვყვები. 

 

ეს ყველაფერი აქ არ გაჩერებულა - გაგრძელდა პარტიის იზოლაციის მცდელობით (რომ დაემტკიცებინათ რომ მართლები იყვნენ) და მე მაგათ ყველას ჩამოვაქცევ ",- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ