ყველაზე დიდი და პოპულარული სოციალური ქსელები, Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს. მომხმარებლების 64% წერს, რომ უჭირს Facebook-ის ვებ-გვერდზე შესვლა, 23% ხარვეზებით შედის აპლიკაციაში, 13%-ს კი საიტზე იდენტიფიცირების გავლა უჭირს.
ინფორმაციას downdetector-ი ავრცელებს.
რაც შეეხება Instagram-ს - აპლიკაციაში შესვლა მომხმარებლის 46%-ს უჭირს, იდენტიფიცირების გავლას 35% ვერ ახერხებს, ვებგვერდზე კი 19% ვერ შედის.
რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. ჯერჯერობით, კომპანიის არცერთ წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge