დღე: 16

ღამე: 4

USD 2.7468

EUR 2.9759

"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა 05.04.2023 15:02

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

 

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. საქმე ეხება იმ იარაღს, რომელიც სამართალდამცავებმა ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

 

მოსამართლე შოთა ბიჭაიას კითხვაზე, თავს ხომ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, ბადრი ესებუამ უპასუხა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, თუმცა მისი შეფასებით, ეს დანაშაული არ არის.

 

„დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ.

 

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები