ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსული მედია ავრცელებს.
„პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე“, - წერს ბელორუსული მედია.
მედიის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო დაესწრება საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge