დღე: 16

ღამე: 4

USD 2.7468

EUR 2.9759

გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე 05.04.2023 22:05

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას „ტვიტერზე“ ეხმაურება და წერს, რომ დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება. დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია. დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავალი“, - ამერიკელი სენატორი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები