დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა 05.04.2023 22:57

 ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა წერს. როგორც გოგავა აღნიშნავს, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია, 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. „საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და პრობლემები აქვს.

თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია. 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. ჩვენ არ გვახსოვს წინა ხელისუფლების "ჯიბის სასამართლოს" შემადგენლობიდან ვინმეს მიმართ სანქციები. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც არსებობდეს კორუფციის შემთხვევები, თუმცა ამის შესახებ ჩემს გარშემო საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით“ - წერს ირაკლი გოგავა Facebook-ზე.       

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ