დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე 05.04.2023 23:01

„იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ!“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. გვენეტაძე ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში! „იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ! რა გვაძლევს ამის თქმის

 

საფუძველს! არცერთი სიტყვა 7-8 მარტის ვანდალურ მოვლენებზე! არცერთი შეფასებით განცხადება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაზე! უფრო მეტიც საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებები აშშ-დან თავისუფლების ქანდაკების ფონზე დასცხეთ, მიაწექით, დაწვით! და უცბად ვითომდაც მოსამართლეების კორუმპირებულობით, ფაქტების გარეშე 9 აპრილის წინა დღეებში მხარს უჭერენ ხ ა ბ ე ი შ ვ ი ლ ს! მოკლედ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ