6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 05.04.2023 23:18

ვერძი

შესაძლოა, ყური მოჰკრათ თქვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ გეგმების რეალიზებაში. გახსოვდეთ, დღეს, ემოციების გაკონტროლება აუცილებელია.

კურო

წარმატება გელით საქმიანის ნებისმიერ სფეროში, დღეს, იოლად მიიზიდავთ მხარდამჭერებს, დაამყარებთ საინტერესო კონტაქტებს. აღიარებას მოგიტანთ ახალი პროექტები და შედეგებიც შთამბეჭდავი იქნება.

ტყუპები

დაკავდით რთული საქმეების მოგვარებით და დასახეთ სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები. ეს დღე ხელს უწყობს საფუძვლიანად გაანალიზებული, გლობალური პროექტების განხორციელებას.

კირჩხიბი

ელოდეთ, გარშემომყოფთაგან მნიშვნელოვან ცნობას და პოზიტიურ სიახლეს. შესაძლოა, საინტერესო იდეაც გიკარნახოთ. შექმნილი ვითარება ხელს უწყობს ჯგუფთან ერთად საქმიანობას, ამგვარად, შედეგები უფრო სწრაფი და ხარისხიანი იქნება.

ლომი

დღეს, პრაქტიკულად, ყველა წინააღმდეგობას მარტივად გაუმკლავდებით და თუ არ გადაუხვევთ დასახულ მიზანს, დარწმუნებული იყავით ყველაზე უიმედო, ჩავარდნილ პროექტსაც კი აამოქმედებთ, თუ ემოციურ ბალანსს დაიცავთ.

ქალწული

შესაძლოა, თქვენს გეგმებს გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო, საფრთხე დაემუქროს, თუმცა, დიდი ალბათობით, მოახერხებთ სასიკეთოდ შემოაბრუნოთ სიტუაცია და ჩვეულებრივზე მეტი შრომისა და დროის ფასად, სასურველ შედეგებს მიიღებთ.

სასწორი

პოზიტიური განწყობა, ენერგიულობა და ყურადღების კონცენტრაცია წარმატებას მოგიტანთ. თუ გამოიყენებთ ძველ გამოცდილებას, შანსი გექნებათ, სასიკეთოდ და სარგებლიანად გამოიყენოთ არსებული შესაძლებლობები.

მორიელი

დღეს, იოლად გამონახავთ საერთო ენას ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ ადამიანთან. თქვენი მოქნილობისა და დიპლომატიურობის წყალობით შანსი გაქვთ, იპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.

მშვილდოსანი

გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობა, ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობასა და შრომისუნარიანობაზე, გაგიჭირდებათ საქმის ბოლომდე მიყვანა. უმნიშვნელო საქმეებიც კი გაღიზიანებთ და დაბნეულობა ხელს გიშლით რაიმე პოზიტიურზე კონცენტრაციაში. გააკონტროლეთ ემოციები, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

თხის რქა

დღეს მეტად კმაყოფილი იქნებით საკუთარი ქმედებებით. შესაძლოა, მიიღოთ დიდი ხნის საოცნებო საჩუქარი, მოსალოდნელია სასიკეთო ნაცნობობა და საინტერესო შემოთავაზებები. მთავარია, შეინარჩუნოთ ემოციური ბალანსი.

მერწყული

სერიოზული საკითხების გადაწყვეტილების წინ, სასურველია, რჩევა ჰკითხოთ კომპეტენტურ და გამოცდილ ადამიანს, არის ალბათობა, არასაკმარისი ინფორმაციის გამო, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ, იყავით ფრთხილად.

თევზები

მოულოდნელი შემოსავლების, რომანტიკული შეხვედრის ალბათობაა. შეგიძლიათ, გაბედულად დაგეგმოთ დიდი პროექტები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ემოციური დღეა და გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/