დღე: 9

ღამე: 1

USD 2.6596

EUR 2.8745

მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი 05.04.2023 23:25

„მოსამართლეებისთვის ამერიკაში მათი არშეშვების გადაწყვეტილება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ მიერ გამოჩენილი შერჩევითი „კანონიერების“ მოდელი ხელყოფს ქართულ ინტერესებს.

„მოსამართლეებისათვის - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესება, კერძოდ ამერიკაში მათი არშეშვების გადაწყვეტილება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება. მუქარიდან პირდაპირ საქმეზე გადასული დაუძინებელი მეგობრები არ ეგუებიან ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის არჩევანს - არ გვსურდეს მათთან ვასალური დამოკიდებულება და თავს ვარიდებდეთ პირდაპირ დავალებულ ომს. ვხედავთ, კანონის სახელით გვთხოვენ უკანონობას. ვხედავთ, დემოკრატიის სახელით გვთხოვენ მონურ მორჩილებას.

დემოკრატია - დემოკრატიობანას თამაშია, როცა გარე ძალები პირდაპირ გავალებენ შეასრულო მათი დაკვეთა და მაგალითად: მიხეილ სააკაშვილს უწოდო უდანაშაულო და ბიძინა ივანიშვილი შერაცხო დამნაშავედ. დამნაშავეზე უდანაშაულოსა და უდანაშაულოზე დამნაშავის წოდების მათი ეს მოთხოვნა აყირავებს სამართლის აქამდე დამკვიდრებულ ყველა პრინციპს. ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ მიერ გამოჩენილი შერჩევითი „კანონიერების“ მოდელი ხელყოფს ქართულ ინტერესებს. ომის იძულება, პოლიტიკურად გაუმართლებელი არაერთი დავალების შესრულების იძულება რეალურად ქმნის ომისთვის ყველა პირობას, მაგრამ ქართული სახელმწიფო დგას, დგას მედგრად და ყოველი მხრიდან შევიწროების მიუხედავად ინარჩუნებს პოლიტიკურ სიმწიფეს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ