დღე: 10

ღამე: 7

USD 2.6937

EUR 2.9178

,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი 05.04.2023 23:53

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ზნამენკას 19 ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი დაიწყო. ინტენსიური ცეცხლი მესამე სართულის ფანჯარაში ჩანს”, - განაცხადა “ტასის” ერთ-ერთმა წყარომ.

მისი თქმით, ხანძარს სირთულის მეორე ნომერი აქვს მინიჭებული (შესაძლებელი ხუთიდან).

“ხანძრის სართულზე მაღალი კვამლიანობა და მაღალი ტემპერატურაა”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ