12:05 27.03.2016
უსადენო ნათურა, რომელიც 11 წელი მოგემსახურებათ

შეიქმნა ინოვაციური ნათურა, სახელად „FLYT“. ეს არის ლევიტაციური, მსუბუქი ნათურა, რომელიც სხვა სანათებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას ჰაერში შეუძლია გაჩერება და ფარფატი.


„FLYTE“ შექმნილია ორი ტექნოლოგიის - მაგნიტური ლევიტაციისა და ინდუქციის შეჯერების შედეგად.  რაც მთავარია, ის არ საჭიროებს არანაირ ელემენტს და უკაბელოდ, ინდუქციის საშუალებით პირდაპირ ჰაერში ანათებს.


მას გააჩნია დახვეწილი დიზაინი, მისი ფუძე მდგრადი მუხისა და კაკლის მასალისგან არის დამზადებული. ის შედგება ენერგოეფექტური დიოდისგან LED, რომელიც 50,000 საათს ძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 11 წლის განმავლობაში ყოველდღე, 12 საათი შეუძლია მუშაობა.


მისი შემქმნელების თქმით, ამ საოცარმა სანათმა დაამეგობრა ორი დიდი მეცნიერი, ტესლა და ედისონი. „FLYTE”-ის გამოყენების პრინციპი მარტივია, ხის ფუძეზე შეხებისას ის ინთება და ქრება. ისე, რომ ნათურა ჰაერში რჩება, უფრო მეტიც, ამ ჯადოსნურ სანათს, მობილური ელემენტის შევსებაც შეუძლია, თუ მას „FLYTE“-ის ხის ფუძეზე მოათავსებთ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge