14:29 13.04.2016
იტალიური პასკა

ტრადიციული იტალიური პანეტონე - „ფუფუნების პური“ - იტალიელების საშობაო კექსია, მაგრამ რატომღაც ჩვენს მარკეტებში სააღდგომოდ ჩნდება ხოლმე. ეს კი ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ჰგავს ჩვენს პასკას და თავისი მოტრფიალეებიც ჰყავს.


გთავაზობთ პანეტონეს ყველაზე მარტივ ვარიანტს. 


მომზადება: აიღეთ ღრმა ჯამი, ჩახეხეთ 1 ლიმნის და 1 ფორთოხლის კანი, შემდეგ შუაზე გადაჭერით და ენერგიულად ჩააწურეთ. დაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი სხვადასხვა ცუკატები ( 100 გრამი ქიშმიში, დანარჩენი - ცუკატები, კურაგა, შავი ქლიავი), კარგად ამოურიეთ...გააჩერეთ 30 წუთი.

2. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ: 1 (პატარა) პაკეტი მშრალი საფუარი, 1 კოვზი შაქარი, 2-3 სუფრის კოვზი თბილი წყალი. დაამატეთ შერბილებული 200 გრამი კარაქი, ფქვილი ( 900 გრამამდე) და მოზილეთ ხელით. დაამატეთ ციტრუსის წვენში ჩამბალი ცუკატები და კარგად მოურიეთ. ცალკე ათქვიფეთ მიქსერით კვერცხები (1 მთლიანი და 4 კვერცხის მხოლოდ გული) 200 გრამ შაქართან ერთად, ჩაამატეთ საფუვრიან მასას. დაუმატეთ ცოტა შემთბარი რძე. იტალიურ პასკებს ამატებენ ფორთოხლის ესენციას, რაც მის სპეციფიკურ გემოს განსაზღვრავს.

3. გადააფარეთ ჯამს ტილო და 30 წუთი დააცადეთ ამოსვლა. (ამ დროს ცომი რბილია, ჰგავს კექსის ცომს).

4. როცა ამოფუვდება, გადაიტანეთ ცომი ფორმებში, მაგრამ უცებ არ შედგათ ღუმელში. ცომი კიდევ უნდა ამოვიდეს და დააყოვნეთ ფორმაში. შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, თუმცა 20 წუთის შემდეგ ტემპერატურა შეამცირეთ 170 გრადუსამდე და გამოაცხეთ იქმადე, ვიდრე ბოლომდე არ გამოსრება. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, დაჭრილი ნუში...




ავტორ(ებ)ი : geotaimes.ge