23:17 09.06.2016
რჩევები, რომლებიც თქვენს თმას იდეალურად გლუვსა და რბილს გახდის

დაბანა
დაბანისას თმაზე სულ ბოლოს, ცივი წყალი გადაივლეთ, ეს საშუალება არა მხოლოდ სულის გასაძლიერებლადაა მოგონილი. თბილი წყლისგან განსხვავებით, ცივი წყალი თავის კანის ფორებს კეტავს და თმის მტვრევადობას შესანიშნავად უმკლავდება.


სინაზე
შხაპის შემდეგ თმას აგრესიული მოძრაობებით ნუ გაიმშრალებთ, ამით მხოლოდ მის დაელექტრიზებასა და დაზიანებას გამოიწვევთ. აჯობებს, თუ პირსახოცით აკურატულად დაიზელთ.


დაგცხებათ
როგორ დავირბილოთ თმა? სტაილინგის ხელსაწყოებს ბოროტად ნუ გამოიყენებთ, „პლოიკა“, ფენი და უთო თმის გაუხეშებას იწვევს - ეს გასაკვირი არცაა: ცხელი ჰაერი ხომ სითხის დაკარგვას, კუტიკულისა და თმის ძირების დაზიანებას იწვევს. თუ ამ ხელსაწყოებზე ბოლომდე უარის თქმა არ შეგიძლიათ, მათ გამოყენებამდე კარგი თერმოდამცავი სპრეი ან სპეციალური შრატი დაიტანეთ.


ბოლოები
გრძელ თმაზე თუ ოცნებობთ, ეს მიზეზი არაა სტილისტთან სიარულზე უარი თქვათ, პირველ რიგში ხომ თმა ჯანმრთელი უნდა იყოს. ასე ის უფრო სწრაფად გაგეზდებათ და გაცილებით კარგი იერი ექნება. უმჯობესია, თუ სტილისტთან თვენახევარში ერთხელ ივლით და ბოლოებს შეიჭრით.


სასარგებლო ხილი

იმისთვის, რომ თმა უსიცოცხლოდ არ გამოიყურებოდეს, ავოკადოსგან დამზადებული „გუაკამოპლე“ დაიმზადეთ. ეს ხილი ვიტამინებითა და პროტეინებით არის მდიდარი, გარდა იმისა, რომ ეს ნაზავი თმისთვისაა სასარგებლო, ორგანიზმისთვისაც ნამდვილი ვიტამინების საბადოა. „გუაკამოპლე“ ასე მზადდება: 2-3 კოვზი სუფრის კოვზ გასრესილ ავოკადოს 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ, მიღებული მასა თმაზე მსხილკბილებიანი სავარცხლით გადაინაწილეთ და 10-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.


ალოე ვერა
აღმოჩნდა, რომ ალოე ვერა არა მხოლოდ დამწვრობას შველის. ეს მცენარე ენზიმებს შეიცავს, რომლებიც თმის ჯანმრთელ ზრდას უწყობენ ხელს, აგრეთვე, მას დამარბილებელი ეფექტიც აქვს. საქმე ისაა, რომ თვისებებით ალოე კერატინს ძალიან გავს (კერატინი თმის მთავარი მაშენებელი მასალაა) უბრალოდ, რამდენიმე წვეთი ალოეს წვენი თბილ წყალს შეურიეთ, თმა გადაივარცხნეთ, 30 წუთით გაიჩერეთ და ჩამობანეთ. უმჯობესია, ამ მიზნით ახლადგამოწურული ალოეს წვენს თუ გამოიყენებთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ალოეს წვენს აფთიაქშიც იყიდით - უბრალოდ, ნახეთ, რომ სპირტს არ შეიცავდეს.


სუფთა სამუშაო

როგორ დავარბილოთ თმა და ასევე, კარგად მოვაშოროთ მას სხვადასხვა საშუალებები და მტვერი? ამ რთულ საქმეში ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ. ვაშლის ძმარი თმის PH-ბალანსსაც აღადგენს. საჭირო ნარევის მისაღებად, ვაშლის ძმრის მეოთხედ ჭიქას შეურიეთ წყალი და თმაზე გადაივლეთ, კარგად შეიზილეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სავარცხლის სწორად გამოყენება
ნოტიო თმას ნუ დაივარცხნით. ასე მას მხოლოდ აზიანებთ. დავარცხნისას ის მშრალი უნდა იყოს. წვრილკბილებიანი სავარცხელი გამოიყენეთ, ჯერ თმა სექციებად დაიყავით და დავარცხნა ძირებიდან დაიწყეთ.

ბანანის ნიღაბი
სუპერდამარბილებელი ნიღაბი შეგიძლიათ თავად დაამზადოთ. 1 ბანანი 2 კოვზ იოგურტთან ერთად ადღვიბეთ. მიღებული მასა თავის კანში შეიზილეთ, ქუდი დაიფარეთ. ეს მკვებავი კოქტეილი 1 საათში ჩამოიბანეთ. ის თქვენს თმას სირბილესა და მბზინვარებას შესძენს.


დროულად დაბანა
რასაკვირველია, თმის დაბანის პერიოდულობა თქვენზეა დამოკიდებული, ეს ხომ თმის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, მშრალი და ხშირი თმა სისუფთავეს, ცხიმიანთან შედარებით, უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ხშირად დაიბანთ თმას, მით მალე დაგესვრებათ, ამიტომ ფანატიზმი საჭირო არ არის: მინიმუმ, 2 დღეში ერთხელ დაბანა საკმარისი იქნება.


ჰაერი
როდესაც თმას ფენით იშრობთ, დარწმუნდით, რომ ის სწორად გიჭირავთ. ხელსაწყოზე დიფუზორის ჩამოცმა არ დაგავიწყდეთ, ჰაერის ნაკადი ზემოდან ქვემოთ მიმართეთ, თუ პირიქით იზამთ, ვარცხნილობა მეტისმეტად ქაოსური გამოგივათ.


ხავერდივით გლუვი თმა
როგორ მივიღოთ ხავერდოვანი თმა? შეამოწმეთ, რა მასალისგან არის დამზადებული თქვენი ბალიშისპირები? უმჯობესია, უპირატესობა სატინსა და ხავერდს მიანიჭოთ, ეს მატერიები ნაკლებ ხახუნს იწვევს და შესაბამისად, თმაც ნაკლებად ზიანდება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge