14:21 05.07.2016
ლისი დეველოპმენტი - მწვანე ქალაქი დედაქალაქში

„ლისი დეველოპმენტი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 350-მდე ჰექტარი მიწის ფართობზე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ეს არის „მწვანე ქალაქი“ ლისის ტბასთან, რომელიც 2010 წელს შეიქმნა.

კომპანიამ შექმნა თანამედროვე სტილის, გამორჩეული, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მიმართულია ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებისაკენ. პროექტის მთავარი კონცეფცია 80/20-ზე პროპორციას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ შენობები მიწის ნაკვეთის მხოლოდ 20%-ზე განთავსდება, ტერიტორიის 80%-ს კი რეკრეაციული ზონა მოიცავს.

დედაქალაქის ცენტრთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში კეთილმოწყობილი, ხუთსართულიანი სახლები აშენდა. მსურველს, „ლისი დეველოპმენტი“, ვილებს და დუპლექსის ტიპის ბინებს საკუთარი ეზოთიც სთავაზობს, რომელიც ინდივიდუალურად აშენებული ნაგებობებია. პროექტის გამორჩეული ხიბლი თითქმის ყველა აივნიდან გადაშლილი პანორამული ხედია.

დამატებითი კომფორტი, რომლითაც „ლისი დეველოპმენტი“ უზრუნველგვყოფს, ტერიტორიის საკუთრებაში არსებული პარკები, ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზია. განთავსებულია საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც უკვე ღიაა. გარდა ამისა, „მწვანე ქალაქს“ მუდმივი, 24 საათიანი დაცვაც ჰყავს.

მას შემდეგ, რაც ლისი დეველოპმენტმა პროექტზე „მწვანე ქალაქი ლისზე“ მუშაობა დაიწყო,  ტბის მიმდებარე ტერიტორია საგრძნობლად გაუმჯობესდა. გარდა კეთილმოწყობილი სანაპიროსი, შეიქმნა დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, ველობილიკი, სტადიონი, გოგირდის აბანო, აშენდა კაფე-ბარები, დენდროლოგიური პარკები, მწვანე კუნძულები და რეკრეაციული ზონები.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია მწვანე განაშენიანებამ მოიცვა. „ლისიგრინსი“ „ლისი დეველოპმენტისა“ და იტალიური კომპანიის პარტნიორობით შეიქმნა და აერთიანებს სანერგე მეურნეობის იშვიათი სახის მცენარეებს.

პროექტის საბოლოო სახეს 2017 წელს ვიხილავთ, თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. „ლისი დეველოპმენტი“, საერთო ჯამში, 400-მდე საცხოვრებელ ფართს შემოგვთავაზებს.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge