14:24 05.07.2016
“ჯორჯია პალასი & სპა” – ქართული სტუმართმოყვარეობა ქობულეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში

ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, კულტურისა და მოდის სფეროს წარმომადგენლები, ყველასათვის საყვარელი მსახიობები და მომღერლები -  ადამიანები, რომლებმაც დროებით საცხოვრებელ ადგილად სასტუმრო ჯორჯია პალასი & სპა აირჩიეს, დახვეწილი გემოვნებითა და განსაკუთრებული სოციალური სტატუსით გამოირჩევიან. სასტუმროს ყველა ის თვისება, რაც მას სხვა ბრენდებისაგან გამოარჩევს, ერთი შეხედვითაც მარtივი აღსაქმელია - დიზაინი, მომსახურების ხარისხი, ნომრის აივნიდან გადაშლილი ზღვისა და მთის პეიზაჟი და კომფორტი, კომფორტი, რომელსაც სხვაგან იშვიათად გვიქმნიან. ამბობენ, რომ თუ თქვენ სასტუმრო ჯორჯია პალასი & სპას ერთხელ აირჩევთ, ის თქვენი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი გახდება.

დევიდ ანრე ბენჰეიმი:

“ჩემთვის, როგორც კანადელი/ფრანგისთვის  დიდი პატივია, რომ მხვდა წილად ბედნიერება, ვიყო სასტუმრო ჯორჯია პალასი და სპას გენერალური დირექტორი. მე უკვე კარგად ნაცნობ სასტუმროს შევმატე ელეგანტურობის უნივერსალური სტილი თითქმის ყველა კონტინენტზე ფეშენებელურ სასტუმროებში მიღებული დიდი გამოცდილების დახმარებით.

„სასტუმრო ყველა ტიპის 156 ნომერს აერთიანებს“

„ჩვენი მეპატრონეების - ბ-ნი თემურ ჭყონიას და მისი მეუღლის, მარინა გუნიას ოცნება ახდა, როდესაც გაიხსნა მსოფლიო დონის სასტუმრო World Class Palace, Hotel & Spa” ქობულეთში. ზღვისპირა კურორტი წლების მანძილზე მთავარ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა საქართველოში. მისი მიკროკლიმატისა და ათკილომეტრიანი კენჭოვანი სანაპიროს წყალობით, ქობულეთი მუდამ იყო ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბიზნეს მოგზაურებისათვის, მაღალი რანგის პირებისა და ცნობილი ადამიანებისათვის.

„ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ როგორც ერთსაწოლიან, ასვევ კომფორტულ და კეთილმოწყობილ ლუქსის ტიპის ნომრებს აივნიდან სხვადასხვა ხედებით და დეკორით“.

საქმიანი შეხვედრები ჩვენთან რელაქსაციით სრულდება

„ჩვენ მომსახურებას ვთავაზობთ როგორც დასასვენებლად, ასევე საქმიან შეხვედრებზე ჩამოსულ სტუმრებს. ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს კონფერენციებისა და შეხვედრების ჩატარების თვალსაზრისით, ამის გამო, სასტუმრო ბიზნეს წრეების განსაკუთრებული თავშეყრის ადგილი ხდება. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, შეაბიჯოთ სიმშვიდის ოაზისში და ჩაიტაროთ სპა მკურნალობა, რაც გონების სიმშვიდის, სხეულის მოდუნებისა და სულიერი განახლების საწინდარია. სცადეთ აიურვერდას მკურნალობა; ჩვენი ექიმები დიდი სიამოვნებით ჩაგიტარებენ მსოფლიოში უძველეს გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ვრცელი ტერიტორიისა და უნიკალური სანაპიროს წყალობით, მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუზღუდავ საშაუალებებს დასვენებისა და განტვირთვისათვის. გვაქვს კალათბურთის, მინი გოლფის და ჩოგბურთის სათამაშო მოედნები; სტუმრებს ასევე აქვთ საშუალება, გაერთონ ბადბინტონით; ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი და სხვა გარე თამაშები. გვაქვს საბავშვო მოედანი და კლუბი, ასევე დახურული აუზი და საუნა. მსურველებს შეუძლიათ დაკავდნენ იოგით ჯანმრთელობის ცენტრში“.

საკვების ნუსხა ქართულ ტრადიციულ საკვებსა და ფრანგულ სამზარეულოს აერთიანებს

„წლიდან წლამდე, ჩვენი სასტუმრო ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი ადამიანის შეკრების ადგილი. ეს კი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცა საერთაშრისო ბაზარზე“.

„ჩვენმა სასტუმრომ დიდ წარმატებას მიაღწია მაღალი დონის კულინარიული მომსახურებების თვალსაზრისით. ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებელების უმრავლესობის თხოვნას და ვთავაზობთ მათ მდიდარი ქართული სამზარეულოს კერძებს და, ამასთანავე, არ ვივიწყებთ ფრანგული სამზარეულოს შედევრებს, სადაც ჩვენი ფრანგი შეფ მზარეული ყოველდღე აოცებს ჩვენს სტუმრებს მის მიერ შექმნილი საოცრებებით“.

ჩვენი სასტუმრო შესაძლებლობებს მუდმივად ავითარებს

„ბოლო რამდენიმე წელია, დასასვენებელ პუნქტებს სისტემატურად ვაფართოვებთ, რაც სხვა კონკურენტებისაგან გამორჩეული სტატუსის გარანტიაა. ჩვენი სასტუმროს წარმატებულმა მუშაობამ და ბრწყინვალე სახელმა ბაზარზე, მოგვცა ბიძგი, გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი და გავხსნათ სასტუმროები სხვა ადგილებშიც“.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge