17:05 11.07.2016
რა სურთ მამაკაცებს?

 რა სურთ მამაკაცებს?  რამოდენიმე რჩევა ქალბატონებს.

 

იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა. შეიძლება ფემინისტი იყოთ და სულ არ თანხმდებოდეთ ამას, მაგრამ ეს არ დაანახოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს, თუმცა გააჩნია შემთხვევასაც, ყველა ინდივიდუალურია.

 

სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია იგრძნონ თავი თავისუფლად და თამამად. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ და ამავდროულად ძალიან დაძაბავთ ურთიერთობას.

 

საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ რომ ის მართავს, თუმცა არ უთხრათ რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ ამის მიმართულებას.

 

მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, მოსაუბრე…მოკლედ რომ ვთქვათ მრავალფეროვანია არსება – ურთიერთობის ფსიქოლოგია დაფუძნებულია პირველ რიგში ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზე. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტიქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებლია შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!

 

ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენს მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად მიეცით სივრცე ამისათვის, მათ თუ სურთ ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge