14:58 14.07.2016
ტესტი პირად ცხოვრებაზე

ლურჯი -მომთმენი, დინჯი, მიზანსწრაფული ადამიანის ფერია. სირთულის წინაში მას ხელის ჩაქნევა და ფრაზა: "მაინც არაფერი გამომივა" არ ახასიათებს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება დასახულ მიზანს. ამიტომ მისგან პროფესიონალი დგება. ერთხელ ჩამოწერილი დღის განრიგით ხელმძღვანელობს მთელი სიცოცხლის მანძილზე. არის სტაბილური და არ უყვარს ცვლილებები, სიურპრიზები. 

 

მწვანე -როგორც წესი, მას ირჩევს ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა პირადი ცხოვრებით და მის უკეთესობისკენ შეცვლას ფიქრობს. "იქ ყველაფერია ბედნიერებისთვის. ამიტომ მეც იქ უნდა ვიყო". აი, მისი დევიზი. არის საოცრად ცნობისმოყვარე. იზიდავს სიახლეები. ცოდნას ღრუბელივით იწოვს. 

 

ნარინჯისფერი -ამინდისა და სიტუაციის მიუხედავად, მუდამ კარგ განწყობაზეა. თავად ენერგიული ნებისმიერ ადამიანს აიძულებს, სასურველის მისაღწევად იბრძოლოს. მისთვის არსებობს მოსაზრების ორი ვარიანტი -არასწორი და მისი საკუთარი. ნარინჯისფერი ძლიერი პიროვნების ფერია. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შეუძლია ბრძოლა სასურველის მისაღწევად. 

 

წითელი -ადვილად შეუძლია საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას წარმოდგენა და მისი დარდის საკუთარივით გაზიარება. კეთილი და გულისხმიერია. იგი ბედნიერია მხოლოდ მაშინ, როცა გარშემო მყოფები ბედნიერები და უზრუნველები ჰყავს. ურჩევნია, არ იკამათოს გარშემო მყოფებთან. ურთიერთობის დაძაბვის შიშით პირველი ცდილობს დათმობაზე წასვლას. 

 

ყვითელი -შემოქმედებითი, კრეატიული და ორიგინალური ადამიანის ფერია. სხვის მიერ გაკვალული ბილიკებით სიარული არ სჩვევია. ურჩევნია, ყველაფერი თავისებურად გააკეთოს. ხშირად ახასიათებს განწყობის ცვალებადობა. საუკეთესო ორატორია. კარგი იდეები ებადება და მათი განხორციელება თავისნაირ კრეატიულ ადამიანებთან სურს. 




ავტორ(ებ)ი : marao.ge