13:49 28.07.2016
ალბინოსი გოგონა , რომელიც შავკანიანთა ოჯახში დაიბადა ხალხს აგიჟებს და მოდის სამყაროს იპყრობს

ეს გოგონა ნამდვილ ანგელოზს ჰგავს. მართლა ანგელოზად იქცა თავისი მშობლებისთვისაც, რომლებიც გააოგნა გაჩენის დღიდან. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 8 წლის ავა კლარკის დედაც, მამაც და ყველა ნათესავიც შავკანიანია. გოგონა თანდაყოლილი ანომალიით – ალბინიზმით დაიბადა და სწორედ ამ თავისებურებამ გაუთქვა სახელი მსოფლიოში.

ავას უჩვეულო გარეგნობა სამოდელო სააგენტოებმაც შენიშნეს და ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს, თუ ვის ერგებოდა ეს გოგონა. უკვე რამდენიმე სარფიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას მოდურ ჩვენებებსა და ფოტოსესიებში.

გოგონას გაუმართლა, რომ აფროამერიკელებით დასახლებულ სხვა ქვეყანაში – ტანზანიაში არ დაიბადა. უამრავი ცრურწმენის გამო იქ მისნაირებზე ნადირობენ – კიდურებს აჭრიან და ხოცავენ კიდეც, რადგან მიაჩნიათ, რომ ალბინოსის სხეულის ნაწილები ჯადოსნურია და ძალას ანიჭებს ადამიანს.




ავტორ(ებ)ი : მოვლენები.ge