16:40 29.07.2016
როგორ მივიზიდოთ წარმატება - 5 მარტივი გზა

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ წარმატების ფსიქოლოგია მარტივია. მათ შეადგინეს 5 ძირითადი წესი, რის მიხედვითაც შეძლებთ გახდეთ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უმართლებს.



1. იფიქრეთ პოზიტიურად
პოზიტიური ადამიანი ცხოვრებაში მაგნიტივით იზიდავს საჭირო მოვლენებს, რაც წარმატებისა და გამართლებისთვის მნიშვნელოვანია. დასაწყისში გაგიჭირდებათ, მაგრამ წუწუნი, კრიტიკა და საცოდავი ადამიანის როლის მორგება შეწყვიტეთ. მაშინ დაფიქრებასაც ვერ მოასწრებთ, გარს სიმპატიური, ჭკვიანი და ხელგაშლილი მამაკაცები ისე შემოგეხვევიან.

 


2. გარს პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ
ეს წესი ნომერი პირველის გაგრძელებაა, რადგან რამდენადაც არ უნდა იმუშავოთ საკუთარ თავზე, არაფერი გამოგივათ, თუ წუწუნა, წარუმატებელი ადამიანების კომპანიაში გიწევთ ყოფნა,

 


3. იმუშავეთ დადებით დასკვნებზე
წარმატებისთვის, ფსიქოლოგები ამ თეზისს დიდი ხანია მიმართავენ. პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანეთ განაჩენი, რომ: "მე ყველაზე მიმზიდველი და მომხიბვლელი ვარ"; "წარმატება ყოველთვის ჩემთანაა"; "ჩემი ყოველი დღე წარმატებით ჩაივლის" და ა.შ.



4. მხოლოდ გამოკვეთილი მიზნები დაისახეთ
როგორ შეიძლება წარმატება მიიზიდოთ, თუ არ იცით რა გსურთ? თუ გსურთ უფრო წარმატებული გახდეთ, ზუსტად უნდა იცოდეთ საით მიემართებით. ასევე, ცუდი არ იქნება, თუ ყოველი დღისთვის მცირე გეგმებს შეადგენთ.



5. ვიზუალიზაცია 
სასურველს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როგორც კი შეწყვეტთ უბრალოდ სურვილს და მის მიღწევას გადაწყვეტთ. სასწაული მაშინ მოხდება, როცა სტერეოტიპს დაამსხვრევთ და იფიქრებთ არა მიღების საშუალებებზე, არამედ თავად მიზანზე




ავტორ(ებ)ი : reitingi.ge