12:26 09.08.2016
ანჯელინა ჯოლი Georgetown-ის უნივერსიტეტის ლექტორი გახდა

ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ვაშინგტონში, Georgetown-ის უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორად დასახელდა, სადაც ის, ქალთა უფლებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ლექციებს წაიკითხავს. ენჯის ლექციებზე დასწრება სტუდენტებს ყოველკვირეულად, პარასკევობით შეეძლებათ.



შეგახსნებთ, რომ მსახიობი, რომელიც წლების მანძილზე გაეროს კეთილი ნების ელჩია, უკვე კითხულობდა ლექციებს ლონდონის ეკონომიკის უნივერსიტეტში, სადაც ის ასევე მოწვეული პროფესორის სტატუსით იმყოფებოდა. ენჯიმ სწორედ მაშინ გამოთქვა სურვილი, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გადაედგათ ეს ნაბიჯი: „იმედი მაქვს, ამ უნივერსიტეტს სხვა სასწავლო დაწესებულებებიც მიბაძავენ, რადგან აუცილებელია ჩავატაროთ დისკუსიები ქალების უფლებებზე, მაგალითად სექსუალურ ძალადობაზე ომის პერიოდში და ა.შ.“ - განაცხადა მსახიობმა. 




ავტორ(ებ)ი : okmagazine.ge