17:20 10.08.2016
როგორ დავიკლოთ წონაში, გადავიღოთ "სელფი", ავარჩიოთ სუნამო და კიდევ 5 Beauty-საიდუმლო ადრიანა ლიმასგან

"მე არ მინდა მოვიტყუო, რომ არ ვიყენებ მაკიაჟს და კარგად გამოვიყურები გენეტიკის დამსახურებით" - ბრაზილიელი სუპერმოდელი სილამაზის საიდუმლოებებს ამხელს. 

მე ცნობილი კოსმეტოლოგის, ერვე ეროს მომსახურებით ვსარგებლობ. ის ფრანგია და პროდუქციის ასარჩევად საფრანგეთში გადაფრენა მიწევს. ის ჩემი კანის მდგომარეობას სწავლობს და რეცეპტს მიწერს, რომელიც ლაბორატორიაში მიმაქვს. სპეციალისტები რეცეპტის მიხედვით ღამის კრემს მიმზადებენ. რეცეპტი თვეში ერთხელ იცვლება, რადგან კლიმატის გამო ჩემი კანიც ცვლილებას განიცდის. საყვარელი ბრენდია - Sun Bum-ი, რადგან ის ორგანულია და Е ვიტამინს შეიცავს".

2. აკნესთან ბრძოლა 
"მე ფართო ფორები მაქვს და გამონაყართან ბრძოლა ჩემი რუტინაა. თუ რამდენიმე დღეში გადაღება მაქვს, არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, ველოდები, როდის მომწიფდება მუწუკი, გასკდება და შეხორცდება. ამას ჩემი კოსმეტოლოგი მირჩევს. რაც უფრო ნაკლებად შეეხები, მით უფრო სწრაფად გაივლის. ჩაის ხის ზეთი ამ პროცესს აჩქარებს და ძალიან ეფექტურია".

თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ საერთოდ არ გავიკეთო მაკიაჟი. ცოტა BB კრემი, ტუში და აუცილებლად საგულდაგულოდ დახატული წარბები... წარბს ფანქრით ვიგრძელებ და შემდეგ თვალის ჩრდილით ვათანაბრებ, რომ ფანქრის ფერი შესამჩნევი არ იყოს".

4. თმის მოვლა
"ეს საიდუმლო ყოველმა ბრაზილიელმა გოგონამ იცის. ძილის წინ თმაზე მკვებავი ზეთი წაისვით (ჟოჟობა, ზეითუნი, ქოქოსი - რომელიც ხელთ გაქვთ). შემდეგ შეიხვიეთ პირსახოცით და დაიძინეთ".

5. ფიტნესი

"მე ფიტნესის მხოლოდ აქტიური სახეობებით ვარ დაკავებული: კრივი და სირბილი. ვარჯიშს დღეში 45 წუთს ვუთმობ. თუ წონაში დაკლება მინდა, ფიტნესზე ყოველდღე დავდივარ, თუ არა - კვირაში 4 დღე". 

7. " სელფი"

"სელფის" გადასაღებად დიდი ხანი ვვარჯიშობდი და უნივერსალური რაკურსი ძლივს ვიპოვე. უნდა დაჯდეთ, მაღლა აიხედოთ და თავი ოდნავ წინ დახაროთ. გადაიღეთ დაჭიმული ხელით".

8. არომატი

"არომატი მოგონებებს უნდა აღძრავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ სუნია... ჩემი ბებიის ბაღში ფანტასტიკური გარდენიები ხარობდა და ეს სურნელი ჩემში ბედნიერების განცდას ბადებდა. ამიტომაც, პარფიუმერიის არჩევისას, შემადგენელ კომპონენტებში სწორედ მას ვეძებ"...




ავტორ(ებ)ი : მარაო.ge