12:01 12.08.2016
მოცეკვავე მზია ორველაშვილი სტანისლავ ბონდარენკოზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - "მიწერეთ და თვითონ მოგახსენებთ სად იმყოფება..."

გუშინ, სტანისლავ ბონდარენკო საქართველოს ესტუმრა. მსახიობი თბილისში მოგებულ ბინაში მოტოციკლეტით მივიდა და "კრწანისი ვილა რეზიდენსის" კომპლექსიდან ფოტოც გამოაქვეყნა. 

დღეს, კი ახალი სურათი გამოაქვეყნა ბათუმიდან. მსახიობი "ჯემფესტს" სტუმრობს. 

როგორც ჩანს, მზია ორველაშვილი ორი დღის მანძილზე ბონდარენკოს ფანებისგან ძალიან დაიღალა და სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"მოკლედ""" ხალხნო და სტანისლავ ბონდარენკოს ფანებო, მე ნურაფერს მეკითხებით, გთხოვთ. მე არ ვარ საქართველოში და ნამდვილად არ ვიცი სად არის, ბონდარენკო ამ წამს. 

მიწერეთ და თვითონ მოგახსენებთ სად იმყოფება. მადლობა ყურადღებისთვის..." წერს მზია.




ავტორ(ებ)ი : etanews.ge