11:13 23.01.2017
რა იდო Tiffany-ს ყუთში, რომელიც მელანიამ მიშელ ობამას გადასცა? (ფოტო)

 

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა მიშელ ობამას სახის გამომეტყველება გახდა, როდესაც მელანია ტრამპმა მას ცისფერი ყუთით, საჩუქარი გადასცა.

 

obama

 

უმრავლესობამ ივარაუდა, რომ ყუთში ცნობილი საიუველირო ბრენდის, Tiffany-ს ძვირფასი სამკაული იდო.

 

 

Tiffany-ს ასორტიმენტი წარმოუდგენელია: მოკრძალებული საყურეებიდან დაწყებული - მდიდრული კოლიეთი და საათებით დამთავრებული, მაგრამ მელანიამ რატომღაც გადაწყვიტა, მიშელისთვის ეჩუქებინა... ჩარჩო. დიახ, ქსელის მომხმარებლებმა Tiffany-ს კატალოგი გადაატრიალეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მართკუთხედი ფორმის ცისფერ ყუთში ვერცხლის ჩარჩო იდო.

 

 

ჩარჩოს ფასი 590 ფუნტია. ვინ იცის, იქნებ მიშელიც მიხვდა, რა იდო ყუთში და სახის ასეთი გამომეტყველება სწორედ ამიტომაც მიიღო?

 




ავტორ(ებ)ი : beaumonde.ge