12:09 02.02.2017
სოფელ მუხურაში გამგებელმა ტრაქტორი დაკარგა

დიდთოვლობის გამო ტყიბულის რაიონის სოფელი მუხურა ჩაკეტილია. ასეულობით ოჯახი ერთი კვირაა, რაც გარე სამყაროს მოწყვეტილია.

 

პრობლემის მოგვარების პირდაპირი ვალდებულება მუხურას გამგეობას აკისრია, თუმცა გამგებელს ახლა სულ სხვა საზრუნავი აქვს. ზაზა ყვავაძემ თოვლში დაკარგული ტრაქტორი უნდა მოძებნოს. ადგილობრივების ინფორმაციით, მუხურას გამგებელი და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ტრაქტორით გზების გაწმენდას მომდევნო დღეებში ტრაქტორის ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ, ვერავინ დაადგინა, რადგან თოვლში ჩარჩენილი მძიმე ტექნიკა ნამქერისაგან ამ დრომდე მთლიანად დაფარულია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge