„კახი კავსაძის ცოლიც ვყოფილვარ და მარინა კახიანის შვილიც.... „- ნანული სარაჯიშვილი

რუსთაველის თეატრს  დღემდე აცოცხლებენ ძველი „პლიადის“ რეჟისორ-მსახიობები. კედლების სიმაგრე არა მშენებლების მარჯვე ხელებისა და გამჭრიახი გონების, არამედ, სწორედ ძველი თაობის  დამსახურებაა.

 

რუსთაველის თეატრის კედლები ხომ მათი მოგონებითა და სულებით საზრდოობს და მყარდება.

 

ამ თეატრის კედლების ერთ-ერთი გამმაგრებელიც, ნანული სარაჯიშვილი, იგივე პატარა ცელქი მანანა, თავის საგრიმიოროში მელოდებოდა. სწორედ იქ, სადაც მსახიობს ეძლევა საშუალება გარდაისახოს, ფრთები შეასხასნამუშევარს. სპექტაკლის ბოლოს კი, თავის პატარა კუთხეში შეიყუჟოს და ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდეს.

 

აფიშებით და კოსტუმებით მორთულ საგრიმიოროს  ცელქი მანანას ხელიეტყობოდა. „ჯორჯიან თაიმსთან“ მსახიობი თავის პირველ გადაღებას, პირველ ტკივილს, პირველ სევდას, სიცოცხლის ახალ წყაროს იხსენებდა  ...       

 

 

 

 

„ცელქი მანანასგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი...“

 

-           როგორი ბავშვი ვიყავი და წყნარი, მშვიდი და იმ პერიოდისთვის ძალიან განსხვავებული... ძალიან დამჯერი, მაგრამ ჩვეულებრივი. ყველას ეგონა, რომ ცელქი ვიყავი, დედაჩემს ხშირად ეკითხებოდნენ „როგორ უძლებთ ქალბატონო?“  დედაჩემს კი პირიქით, ეცინებოდა და ჩემთან დაკავშრებით პრობლემები   არასდროსჰქონია. ერთი სიტყვით, მანანასგან აბსოლუტურად განსხვავებული ვიყავი.

 

სესილია თაყაიშვილის  „ბიძგი“

 

-           ჩემი კარიერის დაწყება სწორედ ჩემს დას უკავშრდება. ის უფროსი იყო და ფილმშებშიც თამაშობდა, „საბუდარელ ჭაბუკში“ გოგიტას დის როლი ჰქონდა. ჩემგან განსხვავებით, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული და ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. უკრავდა ნოტების გარეშე.

 

როდესაც  „მანანას“ ქასთინგი დაიწყო, ძალიან ბევრი ბავშვი გასინჯეს.  სახლში რომ დარეკეს, ჩემებს, რასაკვირველია, ეგონათ, რომ ჩემი და, - ლია აიყვანეს. ჩემი მსახიობად ჩამოყალიბება სწორედ რეზო ჩხეიძის დამსახურებაა, ბატონი რეზო ერთ-ერთ სუფრაზე იყო, სადაც ჩემი ოჯახიც იმყოფებოდა. ვიყავით სტუმრად, ჩემი და უკრავდა, მე და მამა კი ვცეკვავდით.

 

ჩემმა რეჟისორებმა, ზაქარია გუდავაძემ და შალვა მატაშვილმა კონსულტაციის სახით მიმართეს ბატონ რეზო ჩხეიძეს, რომელიც „გიკიდან“ ახალი ჩამოსული იყო. მათ სცენარი წააკითხეს და ისიც უთხრეს, რომ ბავშვი კიდევ ვერ ვიპოვეთო. 1500 ბავშვი გავსინჯეთ, მაგრამ რაღაც გვაკლიაო. ბატონმა რეზომ თქვა, რომ მე გუშინ ბავშვი ვნახე, ლამაზი ბავში არ არის, თუმცა ძალიან მუსიკალურია და ცოცხალი თვალები აქვსო. როდესაც სახლში დარეკეს, ჩემი და წაიყვანეს და არა მე. ბატონმა რეზომ ლია დაინახა და თქვა: ეს არა, პატარა გვჭირდებაო. ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი შოკი იყო. როდესაც მივედი, არაფერი არ გამიკეთებია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთზე ლამაზი ბავშვები დავინახე. ყველას თავისი პროტეჟე ჰყავდა. გადამიღეს ფოტოები, მერე უკვე ვიმღერე, ვიცეკვე ამ ლამაზი ბავშვების ჯინაზე და წამოვედი, რასაკვირველია, უიმედოდ. საკუთარი თავის მიმართ ხომ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი... შემდეგ ფირზეც გაგვსინჯეს, მხოლოდ სამნი დავრჩით, ქალბატონ სესილია თაყაიშვილთან და ბატონ სანდრო ჟორჟოლიანთან.

 

მაშინ როლს საბჭო ამტკიცებდა და არა რეჟისორი. როდესაც დარეკეს, რომ დამტკიცებული ვიყავი, ნერვიულობისაგან 39 გრადუსი სიცხე მომცა. არც არასოდეს მიოცნებია მსახიობობაზე, ოჯახში ყველანი ჩემი დით ვიყავით გატაცებულები. 

 

როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, თუ სად ვაბარებდი.  მაშინ მოდაში იყო სამედიცინო და ჩემებსაც უნდოდათ, რომ იქ ჩამებარებინა. მამაჩემი მეღვინე კაცი იყო, ამიტომ მამას ეს პროფესია არ უნდოდა. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, სესილიასთან ვმეგობრობდი. მე პედაგოგიურზე მინდამეთქი ვეუბნებოდი და სესილიამ არავითარ შემთხვაში, შენ უნდა ჩააბარო თეატრალურზეო! უბრალოდ ერთი ბიძგი მჭირდებოდა. დედას მოვუყევი და დედამაც ხელი შემიწყო. თავიდან შევთხნამდით, რომ მამას იმ შემთხვევაში ვეტყოდით, თუ მოვხვდებოდი. ჩუმად შევიტანეთ საბუთები.

 

როდესაც  ინსტიტუტშიმივედი, უკვე ყველა მიცნობდა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ გამიძნელდა მუშაობა,  გადაღების პროცესში კი მივხვდი, რომ ეს ძალიან შრომატევადი პროფესია იყო. მამას მე  თვითონ ვუთხარი, თუ არ ვივარგებ წამოვალმეთქი. როდესაც უთხრეს, რომ მიდრეკილება მქონდა და მინდოდა, მამა უკვე თანახმა იყო. მერე უკვე ძალიან მოსწონდა, სპექტაკლებზეც მოდიოდა და ჩემს ფილმებსაც ნახულობდა.

 

იმ პერიოდში ერთმანეთზე უკეთესიი პედაგოგები იყვნენ. საშა მიქელაძისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. საუკეთესო ჯგუფიც შედგა. მაშინ სხვა ინსტიტუტი იყო, ფაკულტეტი - უფრო ცოტა. მაგალითად, სარეჟისოროზე 5 კაცს 5 წელიწადში ერთხელ იღებდნენ.

 

მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ხანუმას რობერტ სტურუა დგამდა. ერთი პერიოდი სოფიკო ჭიაურელი ჩვენთან, რუსთაველის თეატრში იყო, არაჩვეულებრივად ცეკვავდა. როდესაც სოფიკო მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა, ახლა შენ უნდა იცეკვოო, - ასე მითხრეს. ძალიან ავნერვიულდი, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვის პრობლემა არ მქონია. ვცეკვავდი ბაღდადურს.

მაშინ იმდენ სპექტაკლში ვიყავი, ანაზღაურება ხელფასთან შედარებით გაცილებით მეტი გამომდიოდა.

 

ნანული სარაჯიშვილის წარმატების ფორმულა

 

-           ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთად  კომპლექსურად წარმატების საწინდარია.  რასაკვირველია, აუცილებელია კარგი იღბალი, პატრნიორი, პედაგოგი და რაღა თქმა უნდა, შრომა. მე არ ვიცი შევდექი თუ არა, მაგრამ მსახიობს ყველაფერი კომპლექსურად რომ სჭირდება პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, ეს ვიცი.

 

დიდ ხელოვანებთან მომუშავე მსახიობი

 

-           მქონდა ის ბედნიერება, რომ ისეთი ბუმბერაზი მსახიობების პატრნიორი ვყოფილიყავი, როგორიცაა რამაზ ჩხიკვაძე, ზინა კვერენჩხილაძე,  ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი... ვისთან აღარ მიმუშავია... თეატრში თუ კინოში. აქედან გამომდინარე, ბედნიერ ადამიანად ვთვლი თავს. სანდრო ჟორჟოლიანზე, იაშა ტრიპოლსკისა და სესილია თაყაიშვილზე აღარაფერს ვამბობ. მათგან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, თუ როგორ უნდა იშრომოს მსახიობმა კარგად.

 

მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო ჩვენს თეატრში. როდესაც ახლგაზრდები მოვედით აქ და ეს ხალხი დაგვხვდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩვენ ვმეგობრობდით. ყველა ისე გვექცეოდა,თითქოს თანატოლები ვიყავით. ვიმეორებ, ჩვენ ყველანი ვმეგობრობდით. არც მეგონა, რომ ჩემზე უფროსები იყვნენ. ალბათ უფალს უნდოდა, რომ მე ასეთი სკოლა გამეარა, სწორედ ასეთ ბუმბერაზ ადამიანებთან.

 

თეატრალური დასის ახალი თაობის იმედი

 

-         ვფიქრობ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა.  ძალიან მსიამოვნებს,რომ ამ თაობასთან კარგი  ურთიერთობა მაქვს. სერიალ „გოგონა გარეუბნიდან“ თამაშის დროს, მათთან ვიყავი და სწორედ ახალგაზრდებისგან ვსწავლობდი ყველაფერს. არ უნდა  ჩარჩე იქ, ძველ ეპოქაში და პირიქით, მათგანაც უნდა გადაიღო რაღაცები.

-          

ყველაფერი გაიოლდა გადაღების მხრივაც. სხვათაშორის, ნინო კასრაძე სულ მეუბნება, ამას ნუ ამბობო, მაგრამ ის მართლა გამორჩეულია. აგრეთვე, ია სუხიტაშვილი, რუსკა მაყაშვილი, ქეთი სვანიძე. ბიჭებიდან - ლევან ხურცია, ზურა ინგოროყვა. რომელი ერთი დავასახელო...

 

ის თაობა წავიდა, აღარ იქნება. თუმცა, დრომაც მოიტანა კინოსტუდიის გაჩერება, ომი, დაფინანსების არქონა... სპონსორებიც აღარ გვყავს იმდენი. არც თანხებია საკმარისი. ისეთ ბუმბერაზ რეჟისორებს, როგორიც ელდარ და გიორგი შენგელაიები არიან,  კონკურსი არც ჭირდებათ. ადრე ფილმები ფინანსდებოდა და წელიწადში 15-16 ფილმი გამოდიოდა. მახსოვს, ერთი გადაღებიდან მეორეში შევვარდებოდით,  მეორედან - მესამეში და ასე... ეს სამწუხაროდ, აღარ არის...

 

ბოლო დროინდელი წარმატებული ქართული პროექტი

 

-           ,,შუა ქალაქში“ ძალიან მომწონს. „ჩემი ცოლის დაქალებიც“ ყურებადია და მოვლენები წყალივით მიდის. გამოგიტყდებით და გული მწყდება, რომ ჩემი სერიალი, „გოგონა გარეუბნიდან“ შეაჩერეს. ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელებულიყო, იმიტომ, რომ კარგი სერიალი იყო. ჩემი როლით ძალიან კმაყოფილი ვარ, მე და რეჟისორმა ბევრი ვიმუშავეთ ამაზე.

 

 დის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული სიცოცხლე...

 

-           ძალიან ძნელია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მიდის. სიცოცხლეუყვარდა. სწორედ ჩემმა დამ შემაყვარა მუსიკა, მან შემასწავლა სიმღერა. მახსოვს, პატარა რომ იყო, ვერც წვდებოდა პიანინოს, ისე უკრავდა. მეც ვყვებოდი ხანდახან. ხშირად მეუბნებოდა, - „მე ნუ წამომყვები, სხვა ხმა მომეციო“. ასე მიკარნახა, ნოტების გარეშე და ორ ხმაში ვმღეროდით...

 

ასეთი ახალგაზრდის წასვლა ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო. თუმცა, მან ჩემი ირაკლი დამიტოვა, რომელმაც ცოლი მოიყვანა და ბავშვიც ეყოლათ. პატარა დემეტრე ჩემი ცხოვრების აზრია. ერთი კურიოზი გამახსენდა, ერთხელ კორესპოდენტმა დამირეკა წლის საუკეთესო მამაკაცი დაასახელეთო, მე ვუთხარი დემეტრე ხმალაძემეთქი.  ჟურნალისტი დაიბნა ეგ ვინ არისო...მე ვუთხარი ჩემი შვილიშვილიამეთქი! [იცინის].

 

ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული

-           ბევრ რაღაცას ვნანობ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც,რამეს არ ნანობდეს. მაგალითად, ბევრ სამუშაოზე ვთქვი უარი და არ გავაკეთე და ამიტომ ძალიან მწყდება გული. ვფიქრობდი, ეს ჩემი როლი არ არის... მსახიობმა ეს არ უნდა თქვას, მან თავი უნდა მოიკლას და გააკეთოს.

 

დღესაც მეუბნებიან „მარო მამიდა მოვიდაო“

 

-           ჩემი ერთი ამხანაგი ხშირად მეხუმრება ამ თბილისელ, ვერელ გოგოს სულ კახელებს და ბოზებს რატომ გათამაშებენო?  მადლობელი ვარ ზაზა კოლელიშვილის, იმისათვის, რომ მან მანდო „გარიგება“, რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. პრიზიც კი ავიღე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „ოქროს არწივის საერთაშორისო ფესტივალზე“.

 

ახლა მე და კახი კავსაძე გადაგვიღეს ფილმში მოსკოვში.  ფილმს „Тэли и Толи „ ჰქვია. მე და კახი ცოლ-ქმარს ვთამაშობთ. კახიმ რაღაც სურათიც წამოიღო გადაღებაზე. როდესაც „მანანაში“ ვთამაშობდი, იქ კახის ძმა, იმერიც მღეროდა. მას სურათი ვაჩუქე სამახსოვროდ და დავაწერე „იმერი ბიძიას პატარა ნანულისაგან“. სწორედ ეს სურათი წამოიღო კახიმ და ყველას აჩვენებდა და იძახდა, - ამდენი ხნის მერე ცოლ-ქმარს ვთამაშობთო.

 

ამდენ რუსებში, ეკატერინბურგის პრიზი მე და კახიმ ავიღეთ. ამდენ რუსებში, ჩვენ გავიმარჯვეთ.

 

ჩემი როლებიდან ყველა მიყვარს, ზოგი გამოვიდა, ზოგი არა. სადაც შრომა ჩავდე, ყველა მნიშვნელოვანია ჩემთვის. დედას ხომ თავისი შვილები გამორჩეულად უყვარს?! ზუსტად ასე ვარ მეც. მაგრამ, აქვე გამოვარჩევდი „გარიგებას“, რადგან ბევრი სიხარული მომიტანა, ძალიან პოპულარული გამხადა. დღესაც ამ ფილმის ფრაზებით მელაპარაკებიან ,,მარო მამიდა მოვიდაო.“

ბედნიერი ვარ, რომ გიორგი შენგელაიას ორ ფილმში მივიღე მონაწილეობა, ეს იყო „ვერის უბნის მელოდიები“ და „მიდიოდა მატარებელი“. გოჩა კაპანაძესთანაც მიყვარს მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ გიჟი და გადარეულია და სულ ჩხუბი გვიწევს. ძალიან კარგია, რომ გოჩა მსახიობია და სარეჟისოროც დაამთავრა.

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება. კახი კავსაძის ცოლიც ვყოფილვარ და მარინა კახიანის შვილიც....

 

ცხოვრებისეული ფრაზა

-      „ვიყოთ ჯანმრთელად და გვიყვარდეს ერთმანეთ, ეს არის მთავარი.“

 

 

/თეონა ცუცქირიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019