13:24 30.05.2017
ვარსკვლავების ევოლუცია, ტოპ 10 სელებრითი, რომლებიც გარდაისახნენ

ხანდახან, როცა ტელე-ეკრანებზე ვარსკვლავებს ვუყურებთ, ვცდილობთ, თავი მათ ადგილზე წარმოვიდგინოთ, მაგრამ გამოვიყურებოდეთ მათსავით, პრაქტიკულად, ეს შეუძლებლად მიგვაჩნია. 



იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლებელი არაფერია და ოდესღაც ისინიც ჩვენსავით "ჩვეულებრივად" გამოიყურებდნენ, გაჩვენებთ როგორ გამოიყურებოდა რამდენიმე მათგანი ადრე და თავად გაავლეთ პარალელი.



შორენა ბეგაშვილმა პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როცა "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდა. მას შემდეგ, ის საქართველოს სექს სიმბოლოდ იქცა და ბევრი მას ქართველ ცნობილ სახეებს შორის ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნევს. შორენა ბეგაშვილი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ თურქულ გადაცემაში მიიწვიეს, მან თურქი მაყურებელიც აღაფრთოვანა თავისი თვალის მომჭრელი სილამაზით, თუმცა წლების წინ მისი სილამაზე არცთუ ისე თვალშისაცემი იყო. იმიჯის შეცვლამ, მაკიაჟმა და რამდენიმე კორექციამ ის სრულიად გარდასახა.

 



ანრი ჯოხაძეს
 უკვე იმდენი წელია იცნობს მაყურებელი, მასში ცვლილებებს ვერც კი ამჩნევენ. რეალურად, ცხვირის გარდა არც არაფერი შეუცვლია, მაგრამ იმიჯის ცვლილებამ და დრომ ის ძალიან დახვეწა.

 



ნანუკა გოგიჩაიშვილისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცხვირის პლასტიკა. მოდელი ოპერაციის შემდეგ იმდენად გალამაზდა, რთული დასაჯერებელია, რომ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია.





დუტა სხირტლაძეს მაყურებელი დიდი ხანია იცნობს. ის ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა უფრო და უფრო შეიცვალა, თუმცა იმდენად დაიხვეწა, შეიძლება ითქვას, რომ გაახალგაზრდავდა. მას ყურების პლასტიკა აქვს გაკეთებული.




სალომე ჭაჭუა
 საქართველოში ყველაზე წარმატებული მოცეკვავე ქალია. ის საქართველოს ულამაზეს ქალთა სიაშიც კი შეიყვანეს. თავად ნახეთ ცვლილებები.




ნინა წკრიალაშვილს
 ცხვირის ოპერაციასთან ერთად, დაპატარავებული აქვს თვალის ბალიშები და შეცვლილი აქვს ტუჩების ფორმა. ის იმ ერთეულთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც თამამად ილაპარაკა ოპერაციებზე. მომღერალს ერთ-ერთმა პლასტიკურმა ქირურგმა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი უწოდა.



სოფო ნიჟარაძეს
 თავად არასდროს ულაპარაკია ამ თემაზე საჯაროდ, თუმცა მისი ახლობლები და ნაცნობები ამბობენ, რომ მან არაერთხელ მიმართა პლასტიკურ ქირურგიას. ცვლილებები სოფოს ძველ და ახალ ფოტოებს შორის არც ისე რთული შესამჩნევია.




ეკო ფანგანმაც პლასტიკური ქირურგიის სფეროში ყველაზე პოპულარულს, ცხვირის პლასტიკას მიმართა. ის ამას სულაც არ მალავს და მეტიც, ამბობს, რომ ერთმა პატარა ცვლილებამ სრულიად გარდასახა და სხვა ადამიანად აქცია.

 





ტელე-წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჯერ სახეზე ხალი მოიშორა, შემდეგ ვარცხნილობა და იმიჯი შეიცვალა და როგორც ამბობენ, ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა.

 



ქეთა თოფურია
, "ა სტუდიოს" მომღერალი, რუსული ესტრადის ვარსკვლავი და ქართველ სელებრითებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ, ლამაზ, სექსუალურ და გემოვნებიან ქალადაა მიჩნეული. ქეთასაც ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ისევე როგორც ჩამოთვლილთა უმრავლესობას და მის გარდასახვაშიც იმიჯმა, ვარცხნილობამ და მაკიაჟმა ითამაშეს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლები.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge