17:49 31.05.2017
მარიამ საჯაია ფინანსურ დახმარებას ითხოვს

მარიამ საჯაია “ფეისბუქში” სტატუსს აქვეყნებს:

 

“მე მოგიყვებით ერთ ამბავს 


4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ – “Travel Junkies” 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ!


ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი “კუსტარული” მაგრამ ზე–რეალური რეალითი–შოუ… მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის–დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის…


ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესს – შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილს… ჩანთას ვალაგებ და მივდივარ.


სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია – მანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია. 


და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა!


ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიან – თითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად…. იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს.


მოტივაცია ჩვენი დახმარების არის სხვადასხვა : 


სპონსორებისთვის – რეკლამა, ორგანული მარკეტინგი




ავტორ(ებ)ი : musicbox.ge