15:27 02.06.2017
ვინ არის და როგორ გამოიყურება ჰასრეთის გმირი პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

სახელი და გვარი: იჯლალ აიდინი
დაბადების თარიღი: 14 სექტემბერი, 1971 წელი

დაბადების ადგილი: ნევშეჰირი, თურქეთი

ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი, მწერალი, ჟურნალისტი
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 165 სმ
წონა: 66 კგ

 

თურქი მსახიობი, იჯლალ აიდინი, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მსახიობმა 1989 წელს, სწავლა განაგრძო ანკარის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის მეორე წელს, ახალგაზრდა მსახიობი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. უცხო ქვეყანაში, იჯლალი პროფესიონალურ თეატრში მუშაობის პარალელურად, თავის შესანახად და დამატებითი ანაზღაურებისათვის, ჭურჭელს რეცხავდა რესტორნის სამზარეულოში.

1996 წელს, ბერლინში წასვლიდან 6 წლის შემდეგ, იჯლალ აიდინი კვლავ თურქეთში დაბრუნდა.

1997 წლიდან, თურქი მსახიობი, ჩართული იყო სატელევიზიო პროექტებში, მუშაობდა პროდიუსერად და მსახიობად, აგრეთვე იგი დღემდე წერს სტატიებს ქალთა ყოველკვირეული ჟურნალისთვის. მსახიობი საკმაოდ ბევრ სერიალშია გადაღებული, სადაც ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს განასახიერებს. ქართველმა მაყურებელმა, იჯლალ აიდინი გაიცნო თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება", სადაც იგი ჰასრეთის როლს ასრულებს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობმა ოჯახი 19 წლის ასაკში შექმნა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ზეინაფ ლალი. იჯლალ აიდინი, 2015 წლიდან მესამე ქორწინებაში იმყოფება.

 

ფილმოგრაფია:

1995 - "Bir Demet Tiyatro", "Mirasyediler"

1998 - "Sıcak Saatler"

2000 - "Vizontele", "Yarın Geç Olmayacak", "Zor Hedef"

2001 - "Dedem", "Gofret ve Ben"

2003 - "Vizontele Tuuba"

2004 - "Avrupa Yakası"

2005 - "Organize İşler"

2006 - "İki Aile"

2009 - "Güldünya", "Haneler"

2012 - "Aşkın Halleri", "Göç", "Gına"

2014 - "Arkadaşım Hoşgeldin", "O Hayat Benim"



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

იჯლალ აიდინი ახალგაზრდობაში

image




ავტორ(ებ)ი : intermedia.ge