13:39 17.07.2017
სახელების განმარტება - რას ნიშნავს შენი სახელი?

გიორგი, ნიკოლოზი, მარიამი, ნინო, ბარბარე – სახელები, რომლებიც ყოველ წელს ქალისა და კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულის პირველ პოზიციებს იკავებს.



სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  ახალშობილ ვაჟთა და გოგონათა ყველაზე გავრცელებული სახელებია: 



გიორგი 2 644, ნიკოლოზი 2 329, ანდრია 1 912, გაბრიელი 1 720, ლუკა 1 566, საბა 1 302, დავითი 1 224, ალექსანდრე 1 145, მათე 862, დემეტრე 837. 



მარიამი 3 346, ბარბარე 2 240, ელენე 1 966, ანასტასია 1 831, ნინო 1 124, ნია 893, ანა 869, ლიზი 811, ნინი 512, თამარი 469.



გიორგი – ბერძნული სახელი გეორგიოს-იდან მომდინარეობს და მიწათმოქმედს, მხვნელ-მთესველს ნიშნავს.
ნიკოლოზი – ბერძნულად გამარჯვებათა მხილველს ნიშნავს.
ანდრია – ბერძნული წარმომავლობის სახელი ნიშნავს მამაცს, ვაჟკაცს, მხნეს.
გაბრიელი – ღვთის მცველი, ღვთის კაცი.
ლუკა – ლათინურად ბრწყინვალეს, მანათობელს ნიშნავს.
საბა – ბერძნულად თავისუფლებას მოკლებული.
დავითი – ებრაულად საყვარელს, სასურველს, წინამძღოლს ნიშნავს.
ალექსანდრე – ბერძნულად მხნე, მამაცი, ხალხის მცველი.
მათე – ებრაულად ღვთის კაცი.
დემეტრე – ბერძნულად მიწის მუშა.
რაც შეეხება გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების მნიშვნელობას, მარიამი ებრაული წარმოშობის სახელია და შეუპოვარს, დაუმორჩილებელს ნიშნავს. 
ბარბარე – ბერძნული სახელის ბარბარა-ს ქართული ვარიანტი, რომელიც ნიშნავს უცხოს, უცხოელს.
ელენე – ბერძნულად მანათობელი, რჩეული.
ანასტასია – ბერძნულად მკვდრეთით აღმდგარს, სიცოცხლეს დაბრუნებულს ნიშნავს.
ნინო – სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრით, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგან მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართულ სახელებში გვხდება და ქართულ სახელს წარმოადგენს. 
ნია – ქართული, ნინოს კნინობითი ფორმა.
ანა – ბერძნული და ებრაული სახლებიდან წარმომდგარია და ნიშნავს სასურველს, სანდომიანს.
ლიზი – ელისაბედის შემოკლებული ვერსიაა, ელისაბედი კი ებრაული სახელია და საღვთო ფიცს, ღვთის დაპირებას ნიშნავს.
ნინი – ნინო-ს მოფერებითი ფორმა.
თამარი – ქართული სახელი, რომელიც წარმოშობით სემიტურ ენებს, კერძოდ ძველ ებრაულს უკავშირდება და "ფინიკის პალმას" ნიშნავს.




ავტორ(ებ)ი : digest.pia.ge