16:31 15.08.2017
10 რჩევა: მოვაწყოთ აივანი და ვერანდა მარტივად!

კომფორტული სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გარე სივრცეა, არ აქვს მნიშვნელობა, ის ვერანდა იქნება, თუ რკინის მოაჯირიანი „ჯულიეტას“ აივანი. რელაქსაციისა და მზესთან მისაფიცხებლად და D ვიტამინის ყოველდღიური დოზის მისაღებად ყველაზე მცირე ზომის აივანიც კი საკმარისია.

თუ აივანი გაქვთ, რომელსაც არ იყენებთ, დაფიქრდით, როგორ შეიძლება მოაწყოთ, მინიმალური კომფორტი მაინც რომ შეიქმნათ: მაგალითად, პლასტმასის ძველ სკამებს ბალიშებს თუ დაამატებთ, ორიგინალური ფორმის მოსაჩრდილს დაამონტაჟებთ და ლიმონათის დასადებად მცირე ზომის მაგიდასაც დადგამთ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს მიიღებთ.

გთავაზობთ რჩევებს, როგორ გააფორმოთ დიდი ან მცირე ზომის აივანი.

მოხსენით ვიზუალური ბარიერები: თუ თქვენი აივნიდან კარგი ხედი იშლება, რკინის მოაჯირი გამჭვირვალე ალტერნატივით შეცვალეთ, რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ ლამაზი პეიზაჟებით დატკბეთ.


 

 

შეიქმენით კომფორტი: ყველაზე უბრალო ავეჯიც კი ლაუნჯის ატმოსფეროს შეგიქმნით აივანზე წყალგაუმტარ, სანაპიროს ტახტის ლეიბის მასალით შეკერილ ავეჯს თუ განათავსებთ.


 

 

შეიტანეთ ბუნების ელემენტები: თუ ვერანდის ფართობი ამის საშუალებას გაძლევთ, ქოთნის მცენარეებთან ერთად სივრცე მინი-ხეივნით გააფორმეთ. ნატურალური დეტალები საუკეთესო საშუალებაა ინტერიერის და ექსტერიერის დასაკავშირებლად.


 

 

აქციეთ აივანი ან ვერანდა ბაღად: ამისთვის ერთნაირი ზომის, ოთხკუთხედი ქოთნები დაგჭირდებათ, რომლებსაც აივნის კიდესთან მიმდევრობით განალაგებთ.


 

 

გამოხატეთ ინდივიდუალური სტილი ავეჯის საშუალებით: ეს პატარა აივანი პრაღაში მდევარე საცხოვრებელ შენობას ეკუთნის. 60-იან წლებში მოღვაწე დიზაინერის - ვერნერ პანტონის (Verner Panton) მიერ შექმნილი სკამების დამსახურებით, ის ქუჩაში მოძრავი ადამიანების მუდმივ ყურადღების ცენტრშია.


 

 

გააძლიერეთ ლაუნჯის პოტენციალი: ვერანდაზე განლაგებული ტახტი-სკამები სარელაქსაციო კუთხის იდეალური ელემენტებია.


 

 

ისაუზმეთ სუფთა ჰაერზე: ამისთვის სულ პატარა მაგიდაც კი საკმარისია, რომელსაც თქვენს აივანზე ორ სკამს შორის მოათავსებთ.


 

 

გაიხანრგძლივეთ ვერანდის სეზონი: თუ თქვენი აივანი ან ვერანდა საკმაოდ დიდია, სხვადასხვა კუთხეში ბუხრის დამონტაჟების უამრავი იდეა არსებობს. თუმცა, ვისაც ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ მარტივ ხერხს მიმართოთ და იქ გამათბობელი ლამპარი განათავსოთ. ვერანდა ზამთარშიც მისაღები ოთახის ფუნქციას შეიძენს, გაზის ლამპართან ერთად აივანს ცელოფნებით თუ შეფუთავთ.


 

 

მზად იყავით ყველანაირი ამინდისთვის: როგორც ვიზუალური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ქოლგა ვერანდაზე განთავსებული ავეჯის დამაგვირგვინებელი შტრიხია.


 

 

გაიტანეთ პერსონალური შტრიხები გარე სივრცეში: ფოტოზე გამოსახული ჭრელი სკამები და კეგლის ფიგურები ბინის მფლობელის ინდივიდუალურ სტილს გამოხატავენ.


 




ავტორ(ებ)ი : http://metra.ge/ge/blog/post/18_10-rcheva-movawyot-aivani-da-veranda-martivad