18:04 01.09.2017
ჩვენი უწმიდესი პატრიარქის დედის - ძვირფასი ქალბატონის, ნატალია კობაიძის წერილი შვილისადმი

მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დედის, - ნატალია კობაიძის შვილისადმი მიძღვნილ წერილს აქვეყნებს:

 

 

,,ჩვენი უწმიდესი პატრიარქის დედის - ძვირფასი ქალბატონის, ნატალია კობაიძის წერილი შვილისადმი:


„მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფასს, ოქროს და ბრილიანტს ირაკლის. შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. 
ირაკლი, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თქმა უნდა, გავიხარეთ. ჩვენ იოლას გავდივართ, იქნებ გჭირდებოდა, დაიკელ და ჩვენ გამოგვიგზავნე... გენაცვალას დედა...


მოკითხვა ყველას, შენს ერთგულ ქართველებსაც და რუსებსაც. კარგად იყავ, ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვთხოვ და ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან.
გწერს შენი დედაი, შენი გზის მაყურებელი..." 

 





ავტორ(ებ)ი : geotimes.ge