13:45 20.09.2017
როგორ გავხდეთ წარმატებული? - 30 საინტერესო რჩევა მილიარდელებისაგან

"თუ ყველა ასეთი ჭკვიანები ხართ, რატომ ვარ ასეთი მდიდარი?" - თქვა ერთხელ მსოფლიოს ერთ-ერთმა მდიდარმა და ცნობილმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა.



მილიარდერების თქმით, ბევრი ფულის შოვნისა და ბიზნესში წარმატების მიღწევისთვის, მხოლოდ ჭკუა და მონდომება არ კმარა. ასევე საჭიროა ეშმაკობა, პრიორიტებების განსახღვრა, საკუთარ თავში რწმენა და კამათი.



ჩვენ გთავაზობთ მილიარდერების 30 რჩევას თუ როგორ გახდეთ წარმატებულები. მაშ ასე, დავიწყოთ.



1. "ბიზნესი ჩემპიონატი არაა. აქ კონკურენტების გასწრებისკენ არ უნდა მიილტვოდეთ. უფრო მნიშვნელოვანია ამა თუ იმ სექტორში თქვენი კომპეტენტურობა" ( Grupo Carso-ს მფლობელი მედიამაგნარი კარლოს სლიმ ელუ).

2. "ზედმეტობებს მოერიდე მაშინაც კი როცა ცხორებაში ყველაფერი კარგად მიგდის, რადგან ეს მოგცემს სტაბილურობას მაშინ, როცა საქმეში დიდი სირთულეები შეგექმნება" (კარლოს სლიმ ელუ).

3. "კარგი მენეჯერის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა თამამად შეხვდეს ყველა ცუდ ამბავს და თავად ეძებდეს სირთულეებს, იმის ნაცვლად, რომ პრობლემებს შეუშინდეს" (Microsoft-ის უმსხვილესი აქციონერი და მფლობელი ბილ გეიტსი).

4. "მიზნის ბოლომდე ვერ გაგება ნებისმიერი ტექნიკური პროექტის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ზუსტად ამიტომ ხშირად უმართლებთ იმათ, ვინც საქმეს მცირე მასშტაბით იწყებს და ნელ-ნელა ზრდის საკუთარ ბიზნესს დარგოვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით" (ბილ გეიტსი).

5. "იმ შემთხვევაშიც კი თუ ძალიან ნიჭიერი ხართ და შედეგის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებთ, მაინც გჭირდებათ დრო: ერთ თვეში ბავშვს ვერ მიიღებთ, თუნდაც 9 ქალი დააორსულოთ (მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორი უორენ ბაფეტი).

6. "არ ვაპირებ 7-ფუტიან ბარიერს გადავახტე. ერთფუტიან ბარიერს ავირჩევ, რომელსაც გადავაბიჯებ" (უორენ ბაფეტი).

7. "ფრთხილად იყავით მაშინ, როცა სხვები ძუნწობენ. თავად იყავით ძუნწი მაშინ, როცა სხვები ფრთხილობენ" (უორენ ბაფეტი).

8. "წესი ნომერი პირველი: არასდროს დაკარგო ფული, წესი ნომერი ორი: არასდროს დაივიწყო წესი ნომერი პირველი" (უორენ ბაფეტი).

9. "ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის განვითარება, ორიენტირი ჩინეთზე უნდა აიღონ. ამ ქვეყანაში მოსახლეობა და ფუფუნების საგნებზე მოთხოვნილება მაღალი ტემპებით იზრდება" (კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო).

10. "წარმატებული ბიზნესის საიდუმლო კრეატიულობისა და საორგანიზაციო შესაძლებლობების გაერთიანებაში მდგომარეობს" (ბერნარ არნო).

11. "ბიზნესში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ: პროდუქტის შემქნელები და გამყიდველები. გაარკვიე, რომელ ჯგუფს ეკუთვნი, სხვა შემთხვევაში პრობლემები შეგექმნება" (კომპანია Oracle-ს თანადამფუძნებელი და კორპორაციის თავჯდომარე ლარი ელისონი).

12. "ჩემი ხასიათის მნიშვნელოვანი თვისება, რომელმაც წარმატება მომიტანა საზოგადოებაში მიღებულ ჭემარიტებასთან კამათის შესაძლებლობაა" (ლარი ელისონი).

13. "ინვესტორისგან აღებულ ფულს ისე უნდა მოექცე, როგოც შენ ნაშოვნს ფულს და ის ფრთხილად განკარგო, როგოც საკუთარი ფული" (ლარი ელისონი).

14. "როცა გაქვს ოცნება, წარმატებასთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ხარ. მეოცნებესა და საქმის გამკეთებელს შორის განსხვავება ისაა, რომ ეს უკანასკნელი ოცნებას რეალობად აქცევს" (ბრაზილიელი მილიარდერი აიკ ბატისტა).

15. "არ დანებდეთ პირველი წარუმატებლობის დროს. საკუთარ ინტუიციას ენდეთ, მაგრამ ამავე დროს რეალისტები იყავით. ყურადღება მიაქციეთ გამოკითხვებსა და კვლევებს" (აიკ ბატისტა).

16. "თქვენი ხელფასის მომატება არის კომპენსაცია თქვენი დღევანდელი და სამომავლო სამუშაოს სანაცვლოდ და არა თვქენი ჯილდოებისა და დამსახურების გამო წარსულში" (საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის მფლობელი მაიკლ ბლუმბერგი).

17. "საიმედო ფინანსური წყარო და მდგარდი ნერვები ახალი პროდუქტის ამუშავების დროს წარმატების საწინდარია" (მაიკლ ბლუმბერგი).

18. "ბიზნესი არც ისე რთულია. საშუალო ინტელექტის მფლობელები საკმარისს ხელფასს იღებენ. ხოლო ნამდვილად ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ სიმდიდრე იშოვონ, თუ ისინი საკუთარ თავს საქმეს მიუძღვნიან" (ამერიკელი ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი).

19. "თქვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გსურთ საინტერესო საქმე აკეთოთ. ადამიანისთვის, რომელსაც გამდიდრება სურს, სულ ერთია რას გააკეთებს. ის მხოლოდ საბოლოო შემოსავალზე ფიქრობს. ის ყოველდღე ფიქრობს, როგორ იშოვოს ფული. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან დიდი რაოდენობის ფეხსაცმელი უნდა გაწმინდოს, ის ამას აკეთებს" (ჯორჯ სოროსი).

20. "რაც უფრო აქტიურად გასინჯავ ახალ რამეს, უფრო მეტი შანსი გაქვს რამე ღირებულს მიაგნო" (Google-ს თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი).

21. "არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ვარ თუ არა. მე ბედნიერი, რადგან მსიამოვნებს, ის რასაც ვაკეთებ და ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა" (სერგეი ბრინი).

22. "რამე მნიშვნელოვანის გასაკეთებლად, წარუმატებლობის შიში უნდა დაძლიოთ" (Google-ს თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი).

23. "სამსახური გამოცდა უნდა იყოს, ხოლო გამოცდა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ" (ლარი პეიჯი).

24. "ბიზნესი შესაძლოა ჩიხში შევიდეს თუ ყურადღებას არა მომხმარებლებზე, არამედ კონკურენტებზე გადაიტანთ. უნდა გაარკვიოთ, რა სურს მყიდველებს და როგორ შესთავაზოთ" (ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ის დამფუძნებელი).

25. "შეეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ მყიდველს თვქენი პროდუქტის ყიდვა მოეწონოს, ის ამას სხვასაც გაუზიარებს" (ჯეფ ბეზოსი).

26. "სამსახური სპორტივითაა. თუ საჩემპიონო თვისებები გაქვს, მათ შრომა დაუმატე და ყველაფერს მიაღწევს" (გაზპრომის გენერალური დირექტორი ალიშერ უსმანოვი).

27. "ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ვუაიერისტების მომსახურება ფულის შოვნის ყველაზე კარგი ხერხია" (Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი)

28. "ყოველ საუკუნეში მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ცვლილებეს განიცდიან. ახლა კონკრეტულ ადამაინებს შორის ინფორმაციის ტოტალური გაცვლის დრო დადგა. ზუსტად ამაში მდგომარეობს ინტერნეტ-რეკლამის მომავალი. არაფერი იმუშავებს იმაზე კარგად, რაც შენი მეგობრის რეკომენდაცია, რომელიც შეგიძლია მის გვერდზე ნახო" (მარკ ცუკერბერგი).

29. "კლიენტი არ შეიძლება იყოს უბრალოდ კმაყოფილი. კლიენტი უნდა იყოს ბედნიერი" (Dell Computer Corporation-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი).

30. "იმდენად მნიშვნელოვანი არაა რას ჰყიდი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამას როგორ აკეთებ" (მაიკლ დელი).




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge