12:53 25.09.2017
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი საშინაო დავალების დამოუკიდებლად მომზადებას

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები  ვერ გახდნენ დამოუკიდებლები. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აითვისონ საშინაო დავალების  მცირედიც კი. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მშობლები იძულებულნი არიან შეასრულონ მასწავლებლის როლი, ბავშვებს ახალი მასალა აუხსნან და გადაამოწმონ  შესრულებული საშინაო დავალების სიზუსტე. ზოგჯერ მეცადინეობა შუაღამემდე გრძელდება, დილით კი ადრე ადგომაა საჭირო.

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის


როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად მოამზადოს  საშინაო დავალება? როგორ ვაიძულოთ ბავშვი, დამოუკიდებლად მოამზადოს გაკვეთილები? თქვენ ლოგიკური გგონიათ, რომ ბავშვი სკოლიდან მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ მიუჯდეს წიგნებს და დაიწყოს საშინაო დავალების მომზადება? არა, მას ეს ჩვენ უნდა ვასწავლოთ, პირველ კლასში სწავლის დაწყებისთანავე.

 

ოფიციალურად ითვლება, რომ პირველ კლასში საშინაო დავალებას არ აძლევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. დავალებას აძლევენ და საკმაოდ ბევრს.  ორი ხაზი ჩხირები ან კაკვების დაწერა – ეს უკვე სწავლის მიზეზია.

 

პირველკლასელის მშობლის მთავარი ამოცანაა შექმნას სწორი, კომპეტენტური დღის რეჟიმი. დილით – ადგომა იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვმა მოახერხოს აუჩქარებლად დაბანა, ჩაცმა და საუზმის მირთმევა, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ სკოლაში წასვლა ისე, რომ ბავშვი ადგილზე მივიდეს 10 – 15 წუთით ადრე, რათა მოემზადოს გაკვეთილისთვის.

 

შემდეგ დაესწროს გაკვეთილებს. გაკვეთილების შემდეგ – სადილი სკოლაში და დამატებით მეცადინეობა. თუ ბავშვი არ ესწრება დამატებით გაკვეთილებს, შეუძლია ისადილოს სახლში.

 

სადილის შემდეგ აუცილებელია დასვენება – მინიმუმ ნახევარი საათით. უმჯობესია გასეირნება, თანაც ნებისმიერ ამინდში. შემდეგ ბავშვმა უნდა დაიწყოს საშინაო დავალების მომზადება, თუნდაც ეს იყოს ერთი ან ორი სტრიქონი – მაგრამ რეგულარულად. თანდათანობით სამუშაო გაიზრდება. ბავშვს ჩამოუყალიბდება და განუვითარდება გაკვეთილების მომზადების ჩვევა.

 

საშინაო დავალების მომზადების შემდეგ – დასვენება, სასურველია ეზოში. შეიძლება ნება დართოთ 15- 30 წუთით კომპიუტერთან ითამაშოს.

 

შემდეგ დამატებითი მეცადინეობების დრო დგება. ზუსტად 21:00 საათზე, ბავშვი უნდა გავუშვათ დასაძინებლად. დღის სწორი რეჟიმი თქვენი ბავშვის კარგი მოსწრებისა და ჯანსაღი ნერვული სისტემის საფუძველია. ამიტომ, ამას მაქსიმალური სერიოზულობით მოეკიდეთ.

 

როგორ მივაჩვიოთ საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები დამუკიდებელ მეცადინეობას?


თუ თქვენი ბავშვი კარგა ხანია პირველ კლასელი აღარ არის, მაგრამ მაინც ვერ მიეჩვია დამოუკიდებლად მეცადინეობას, არ ღირს ხელის ჩაქნევა, დამოუკიდებლობის მიღწევაში ახალგაზრდას ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ეს საკმაოდ მარტივია, ამისთვის უნდა გამოვიჩინოთ ხასიათი და გამძლეობა. დავიწყოთ ისევე, როგორც უმცროს ასაკში. შევქმნათ დღის რეჟიმი, გაკვეთილების ცხრილის გათვალისწინებით.

 

შემდგომ ბავშვს მოსთხოვეთ დამოუკიდებლად მოამზადოს ის გაკვეთილები, რომლის მომზადებაშიც თვითონ არის დარწმუნებული. დარჩება ერთი – ორი გაკვეთილი, რომლის გაკონტროლება იქნება საჭირო. შესთავაზეთ შეასრულოს შავი სამუშაო/სავარჯიშოები, თუ არ გამოუვიდა –  სთხოვეთ შეარჩიოს მასალები, რის საფუძველზეც უნდა მოამზადოს საშინაო დავალება და წააკითხეთ თანდათანობით. ბავშვი მიეჩვევა დამოუკიდებლად მუშაობას და თქვენ მხოლოდ პერიოდულად მოგიწევთ მომზადებული გაკვეთილის შემოწმება.




ავტორ(ებ)ი : edu.aris.ge