13:38 04.10.2017
90 წლის ქალი ჩეხეთში მშობლიური ქალაქის შენობებს ხატავს

აგნეს კასპარკოვა 90 წლის ჩეხი ქალია, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქ ლოუკაში შენობების მოხატვა გადაწყვიტა. ქალაქის ყველაზე ცნობილმა ბებომ ეს ჰობი პენსიაზე გასვლის შემდეგ აირჩია. 

 

აგნესი წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობდა. ამჟამად კი მკვეთრი ლურჯი საღებავითა და წვრილთავიანი ფუნჯით აფორმებს კედლებსა და ფანჯრებს. ის სამხრეთ ჩეხეთისთვის დამახასიათებელ ორნამენტულ სტილს იყენებს და ამბობს, რომ მოხატვის პროცესი მისთვის სასიამოვნოა. 

 

90 წლის მხატვარი ქალაქში უკვე არაერთი სახლისა და ეკლესიის გარე ფასადის ავტორა. ეს ის შემთხვევაა როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია. 




ავტორ(ებ)ი : http://www.ginsc.net/home.php?option=article&id=36262&lang=ge#.WdSr31uCyUk