16:41 01.11.2017
როგორ გამოიყურებოდნენ ესტონეთის პრეზიდენტი და საქართველოს პირველი ლედი ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო სადილზე (ფოტოები)

ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.



"ქართველ და ესტონელ ხალხს თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. ასე შეიქმნა სოფელი "ესტონკა", სადაც ჩვენი ხალხები ერთად ცხოვრობდნენ და რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს 

-0:05

სოფლად ითვლებოდა აფხაზეთში.
სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.



სამშობლოსათვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისათვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
ჩვენ ურთულესი გზა განვვლეთ და დღეს ურთიერთთანადგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს.
კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი ხალხების სოლიდარობასა და ღირებულებით თანხვედრას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მტკიცე თანადგომისა და პირადად თქვენს მიერ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადებისათვის.
ამავდროულად, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენს თანადგომაში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და ხალხისადმი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.



თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და 
განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

"რამდენიმე დღის წინ ზაზა ურუშაძისა და ივო ფელტის ფილმის "აღსარება" პრემიერას დავესწარი. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი წინა ნამუშევარი "მანდარინები" და ანა ურუშაძის "საშიში დედა" ჩვენი ხალხების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.



ერთობლივი მუშაობა იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ის დაფუძნებულია ღია კომუნიკაციასა და ურთიერთგაგებაზე. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფებმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს, რაც წარმოადგენს ჩვენი აზროვნების თანხვედრის ასახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ბრწყინვალე და უაღრესად ღირებული ნამუშევრის შექმნა.



ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ამასთანავე შეგვწევს უნარი მოვუსმინოთ ერთმანეთს. ამგვარად, დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სულიერი სიახლოვე მით უფრო მჭიდროა ვიდრე წარმოვიდგენდით", - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.




ავტორ(ებ)ი : ambebi.ge