16:54 14.11.2018
"სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის"

სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის. არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მან განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან და აღნიშნულ ადამიანს სამხედრო კუთვნილება გააჩნია.

 

„მე არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. მე ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, ისინი არ არიან ღირსი რომ წარმოადგინონ, აპელირება გააკეთონ და გამოიყენონ სამხედროს სახელი. მე, როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ მათ პატივისცემას. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის",- განაცხადა ზურაბიშვილ




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge